ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება-პირველი სიმპტომები, რომელსაც ყველა აიგნორებს…

ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება სერიოზული პრობლემაა, რომელსაც ციროზის გამოწვევაც კი შეუძლია. ამ დაავადების მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მისი დიაგნოსტირება დაგვიანებით ხდება, მისი პირველი სიმპტომები როგორც წესი, თავიდან შეუმჩნეველია და ადამიანების უმეტესობა ყურადღებას ნაკლევად აქცევს. ჩვენ გთავაზობთ ინფორმაციას ღვიძლის ცხიმოვანი დაავადების სიმპტომების შესახებ, გადაამოწმეთ თქვენც და იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე!

ღვიძლის ალკოჰოლური დაავადებები

გამომწვევი მიზეზებია: ალკოჰოლის გადაჭარბებულად მოხმარება, С ჰეპატიტი, გარდა ამისა შესაძლოა მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს გენეტიკურმა ფაქტორმაც.

ღვიძლის არაალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადება

კვლევების მიხედვით, გამომწვევი მიზეზები სხვადასხვაგავარია, ძირითადად საშუალო ასაკის ნორმაზე მეტი წონის მქონე ადამიანებში და ქოლესტერინის მაღალი დონის არსებობის დროს იჩენს თავს .

  • სხვა ფაქტორები, რომლებიც იწვევენ აღნიშნულ დაავადებას:

    მედიკამენტები
  • ვირუსული ჰეპატიტი
  • ღვიძლის მემკვიდრეობითი დაავადებები
  • წონის სწრაფად კლება
  • არასწორი კვება

მნიშვნელოვანია ორსულობაც-მიუხედავად იმისა, რომ ასეთი შემთხვევები არც ისე ხშირად ხდება, აღსანიშნავია, რომ ორსულობის დროს სხეულში უამრავი ცვლილება მიმდინარეობს, ორგანიზმში დაგროვილი ცხიმი შესაძლოა პრობლემების გამომწვევი გახდეს დედის და ბავშვის ჯანმრთელობაშიც კი.

სიმპტომები:

  • დაღლილობა
  • წონის და მადის კლება
  • სისუსტე
  • გულისრევა
  • გონების დაბინდვა
  • ყურადღების კონცენტრირების პრობლემები

სპეციფიკური სიმპტომები:

მუქი ადგილები კანზე კისრის და იღლიების არეზე.

ტკივილი მუცლის ცენტრალურ ან ზედა ნაწილში.

მკურნალობა

დიაგნოსტირება ხდება ანალიზების საფუძველზე, რაც შეეხება მკურნალობას, პირველ რიგში აუცილებელია კატეგორიული უარის თქმა ალკოჰოლზე, კეთდება ვაქცინაცია და სხვა სამედიცინო პროცედურები.

თუ თქვენ აღნიშნული დაავადების დიაგნოზი დაგისვეს, მაშინ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი რეკომენდაციები:

  • დაიწყეთ სწორი და დაბალანსებული კვება
  • დაკავდით სპორტით
  • შეამცირეთ ნახშირწყელბის მიღება
  • მკაცრად აკონტროლეთ ტკბილი და გაზიანი სასმელების მოხმარება.

აღნიშნული რჩევები ეფექტურია დაავადების პროფილაქტიკის მიზნითაც, იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე და დროულად დაიწყეთ საჭირო მკურნალობა!

Folktips.org არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია