გაიჯანსაღეთ ფრჩხილები  ამ 3 ინგრედიენტითიდმა

კოკო შანელმა თქვა, რომ ხელები ქალის დამახასიათებელი ნიშანია. მათი მოვლილი გარეგნობა მშვენიერი სქესის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა.

სამწუხაროდ, ყველა ჩვენგანს არ შეუძლია დაიკვეხნოს ხელების უნაკლო გარეგნობით. მაგრამ გახსოვდეთ: ყველაფერი გამოსწორებადია. ჩვენ გიზიარებთ რამდენიმე ხრიკს, რომელიც დაგეხმარებათ მიიღოთ რბილი ხელები და სრულყოფილი ფრჩხილები.

ჯანსაღი ფრჩხილები

როგორ იზრუნოთ თქვენს ფრჩხილებზ

თუ არ იყენებთ ლაქს ან არ გსურთ ფრჩხილების დამძიმება ქიმიკატებით, ფრჩხილის ფირფიტა ნიორით შეიზილეთ. ეფექტი განსაცვიფრებელია!

არ შეგეშინდეთ, სუნი ხელების დაბანისთანავე გაქრება, განსაკუთრებით თუ წყალში ლიმონის ნაჭერს დაუმატებთ. ის შეიცავს უამრავ C ვიტამინს, რომელიც დადებითად მოქმედებს ხელების კუტიკულისა და კანის მდგომარეობაზე.

ფრჩხილის ზრდა

გსურთ თქვენი ფრჩხილები სწრაფად გაიზარდოს და დარჩეს ძლიერი? ყოველთვის მოიშორეთ ლაქი 5-6 დღის შემდეგ და დაასვენეთ ფრჩხილები ცოტა ხნით. გააკეთეთ მარილის აბაზანები თქვენი საყვარელი ეთერზეთების დამატებით – ხელის სინაზისობა გარანტირებულია.

როგორ გავაკეთოთ მანიკური სახლში

იმისათვის, რომ დაიცვათ ხელები და ფრჩხილები ქიმიკატების უარყოფითი ზემოქმედებისგან, ყოველთვის გამოიყენეთ დამცავი ხელთათმანები სახლის დასუფთავებისა და ჭურჭლის რეცხვისას.

მოამზადეთ ექსპრეს საშუალება, რომელიც დაგეხმარებათ ხელების სილამაზისა და ჯანმრთელობის აღდგენაში რამდენიმე წუთში. ამისათვის აურიეთ 4 ს.კ. ზეითუნის ზეთი, 2 დაფქული ნიორი და რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი.

ულტრა სწრაფი ეფექტისთვის, დაასველეთ ბამბის ბალიშები პროდუქტში და დაიდეთ ფრჩხილებზე 30 წუთის განმავლობაში.

პროფილაქტიკური მიზნით ამ ნარევით შეზეთეთ ფრჩხილის ფირფიტები ძილის წინ 14 დღის განმავლობაში. გაიმეორეთ კურსი ყოველ 3 თვეში.

ხელის კანის მოვლა

შეინახეთ რჩევები თქვენს ფეისბუქზე, რათა არ დაკარგოთ ისინი!

თქვენ როგორ უვლით ხელებს და ფრჩხილებს ? გაგვიზიარეთ კომერნტარებში.

ჯანმრთელობას და სილამაზეს გისურვებთ.

Facebook კომენტარები