გემრიელი ნივრის წვნიანი: საუკეთესო საშუალება, რომელიც გაციებისგან თავის დაღწევაში დაგეხმარებათ!
მეცნიერები მთელს მსოფლიოში ჯერ კიდევ ვერ მიდიან ერთსულოვან აზრამდე ნივრის გაციების წინააღმდეგ ბრძოლის უნარზე. თუმცა, ბოლო კვლევებმა დაადასტურა ის ფაქტი, რომ ნივრის რეგულარულმა მიღებამ მთელი ზამთრის განმავლობაში შეიძლება მნიშვნელოვნად შეამციროს გაციების სიმპტომების ხანგრძლივობა: ოთხიდან ხუთ დღემდე.
ნივრის წვნიანი
დღეს ჩვენ გთავაზობთ ნივრის კრემის სუპის რეცეპტს, რომელიც ფაქტიურად ფეხზე დაგაყენებთ!
ინგრედიენტები:
- 26 კბილი ნიორი, გახეხილი
- 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
- 2 ს.კ. ნატურალური კარაქი
- 1/2 ჩ.კ დაფქული კაიენის წიწაკა
- 100 გრ ახალი დაფქული ჯანჯაფილი
- 300 გ დაჭრილი ხახვი
- 1 ჩ.კ ქოქოსის ზეთი
- 1/2 ლიტრი ბოსტნეულის ბულიონი
- 4 ლიმონის ნაჭერი
მომზადების მეთოდი:
- გააცხელეთ ღუმელი 180°C-ზე. მოათავსეთ გახეხილი ნივრის კბილი შუშის საცხობ ფორმაში.
- დაამატეთ ზეითუნის ზეთი, ცოტა მარილი და აურიეთ. საცხობ ფორმას დააფარეთ ფოლგა და მოშუშეთ ნიორი 30-40 წუთის განმავლობაში, სანამ ნიორი არ გახდება ოქროსფერი.
- როცა ნიორი გაცივდება, თითებით გამოწურეთ ნაჭუჭიდან და მოათავსეთ პატარა თეფშზე.
- მოამზადეთ საშუალო ზომის ქვაბი და გაადნეთ მასში კარაქი. დაუმატეთ ხახვი,ჯანჯაფილი,კაიენი და ქოქოსის ზეთი. მოხარშეთ ინგრედიენტები დაბალ ცეცხლზე, სანამ ხახვი გამჭვირვალე გახდება (6-10 წუთი).
- ქვაბში ჩაამატეთ შემწვარი ნიორი და 26 გაწმენდილი ახალი კბილი ნიორი. წვნიანი ადუღეთ კიდევ 3 წუთის განმავლობაში.
- შემდეგ დაამატეთ ბოსტნეულის ბულიონი, დაახურეთ წვნიანს თავსახური და მოხარშეთ კიდევ 20 წუთი.
- წვნიანი გადმოდგით ცეცხლიდან, როცა ნიორი ძალიან რბილია. შემდეგ ტაფაზე დაამატეთ ლიმონის ნაჭრები.
- ეს წვნიანი შეიძლება უსაფრთხოდ შეინახოთ მაცივარში და მიირთვათ მომზადებიდან მეორე დღეს. ასეთი კერძი მიკროტალღურ ღუმელში არ უნდა გაცხელოთ, ამისათვის გამოიყენეთ გაზქურა.
თქვენი მეგობრებისთვის სასარგებლო იქნება გაიგონ ასეთი საოცარი რეცეპტის შესახებ, გაუზიარეთ სტატია მათ!
Facebook კომენტარები