ხველის ბუნებრივი საშუალება: მხოლოდ 3 მარტივი ინგრედიენტისგან მოამზადებთ

შემოდგომა-ზამთრის პერიოდი ნებისმიერ ადამიანში იშვიათად გადის გაციების გარეშე.ცხვირიდან გამონადენი და ხველა ხელს გვიშლის მუშაობაში და საკმარისი ძილის მიღებაშიც კი.

იმისათვის, რომ აღარ გვეშინოდეს  ხველების და შეგეძლოთ გაუმკლავდეთ მას რამდენიმე საათში, ჩვენ  მოვამზადეთ ხველის ძალიან ეფექტური საშუალების მარტივი რეცეპტი. ექიმებიც კი გირჩევენ ამ წამლის მიღებას და აღიარებენ მის სამკურნალო თვისებებს.

ხველების წამალი

დაგჭირდებათ:

  • 500 მლ წყალი
  • გერანიუმის 3 ფოთოლი
  • 3 ცალი ნიგოზი ნაჭუჭით
  • რეჰანი 3 ცალი

მომზადების მეთოდი:

  1. წყალი დადგით ცეცხლზე, მიიყვანეთ ადუღებამდე და დაუმატეთ გერანიუმი,დაქუცმაცებული თხილი და რეჰანი.
  2. მოხარშეთ დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში.
  3. გადმოვდგათ ცეცხლიდან და გავაციოთ.
  4. გაწურეთ ხსნარი, გაყავით 3 პორციაზე და დალიეთ მთელი დღის განმავლობაში.

შეწყვიტეთ ფულის ფლანგვა ძვირადღირებულ მედიკამენტებზე. გამოსცადეთ ამ წამლის მოქმედება და თქვენ შეწყვეტთ ხველის მკურნალობას მედიკამენტებით. და აცნობეთ თქვენს მეგობრებს ამ რეცეპტის შესახებ!

კაკალის სარგებელი

კაკალში არის კაროტინი, C ვიტამინი,რომელიც ყველაზე მეტი არის უმწიფარი ნაყოფის ნაყოფედში (3%–მდე), B, E და E1 ჯგუფის ვიტამინები, რკინისა და კობალტის მარილები. C ვიტამინის რაოდენობით უმწიფარი ნაყოფი არ ჩამოუვარდება შავ მოცხარს და ასკილის ნაყოფს, ამიტომაც მათგან ამზადებენ ვიტამინურ კონცენტრატებს.

გარდა ამისა, ნაყოფებში გვაქვს ბევრი მთრიმლავი ნივთიერება და მღებავი ნივთიერება იუგლონი, რომელსაც აქვს ბაქტერიოციდული მოქმედება.

ძველად სჯეროდათ, რომ ადამიანის ტვინის მსგავსი ფორმის კაკალი შველოდა თავის ტკივილს, ასაზრდოებდა გონებას. თანამედროვე მეცნიერებაც ამას ადასტურებს.

განსაჯეთ: A, B1, B2, E, PP, C ვიტამინები, კობალტი, რკინა, თუთია, კალციუმი,კალიუმი,მაგნიუმი, ფოსფორი, იოდი – ეს ხომ ნაჭუჭში მოქცეული მთელი აფთიაქია.

ნიგოზი მიკროელემენტ ბორის ერთადერთი წყაროა, რომელიც საჭიროა ძვლოვანი სისტემის ჯანმრთელობისთვის, ამცირებს მოტეხილობის რისკს, სახსრების ტკივილს.ნიგოზი შეიცავს სპილენძს, რომელიც ხელს უწყობს სისხლში ჰემოგლობინის დონის აწევას, ამდიდრებს უჯრედებს ჟანგბადით, განსაკუთრებით სასარგებლოა მაშინ,თუ დიდხანს გიწევთ გაუნიავებელ ოთახში ყოფნა.

 

Facebook კომენტარები