დიაბეტის საშინელი სიმპტომები,რომლებიც არ უნდა გამოგეპაროთ
შაქრიანი დიაბეტისთვის დამახასიათებელი ნიშნები შეიძლება მოხდეს სხვა დაავადებების დროსაც, დიაბეტის მსგავსი მდგომარეობის სახით.
შაქრიანი დიაბეტისთვის დამახასიათებელი ნიშნები შეიძლება მოხდეს სხვა დაავადებების დროსაც, დიაბეტის მსგავსი მდგომარეობის სახით.
რატომ არის საშიში სისხლში გლუკოზის დონის მუდმივი მატება?
- საკვებთან ერთად ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ ნახშირწყლები იშლება კუჭსა და ნაწლავებში და შეიწოვება სისხლში. გლუკოზა არის ნახშირწყალი, რაც ნიშნავს, რომ იგი შედგება ნახშირბადის, წყალბადისა და ჟანგბადისგან. შეგახსენებთ, რომ გლუკოზა არის სხეულის უჯრედების კვების ძირითადი წყარო. თუმცა, იმისათვის, რომ შეასრულოს თავისი, როგორც ენერგიის წყაროს ფუნქცია, გლუკოზა სისხლის ნაკადიდან უნდა შევიდეს უჯრედებში. მას არ შეუძლია ამის გაკეთება დამოუკიდებლად.
- გლუკოზას სჭირდება "კარისკაცი", რომელიც ამისთვის უჯრედის "კარს" გაუღებს. ინსულინი მოქმედებს როგორც ასეთი "კარიბჭე" სხეულში. თუ ინსულინი არ არის საკმარისი, მაშინ გლუკოზის კონცენტრაცია სისხლში რჩება მაღალი, ხოლო უჯრედები შიმშილობენ.
- ენერგეტიკული შიმშილის დასაკმაყოფილებლად ორგანიზმი იყენებს ალტერნატიულ საწვავს – იჟანგება ცხიმები და ცილები. თუმცა, ეს სავსეა უბედურებით. ცილების,როგორც ენერგეტიკული საწვავის გამოყენება იწვევს აზოტის წარმოების გაზრდას და შედეგად, თირკმელების დატვირთვის გაზრდას. აღინიშნება მარილის ცვლის დარღვევა,აციდოზი და ჯანმრთელობისთვის საზიანო სხვა შედეგები. ცილის ძირითადი ნაწილი კუნთებშია. ამიტომ ცილის გამოყენება ენერგიის წარმოებისთვის იწვევს კუნთების სისუსტეს, გულის კუნთის მოშლას, ჩონჩხის კუნთებს.
- სწორედ ცილების და ცხიმების დაშლა და ორგანიზმის მუდმივი ინტოქსიკაცია ხსნის დიაბეტის ბევრ სიმპტომს. მათ შორის: სისუსტე, დაღლილობა, თავის ტკივილი,წყურვილი, პირის სიმშრალე, შარდის გამოყოფის გაზრდა, ფიგურის პროპორციების ცვლილება.
- დიაბეტით დაავადებულთა ტიპიური ფიგურა - თხელი ფეხები და დუნდულოები და გადიდებული მუცელი - მიუთითებს ორგანოების სისხლით მომარაგების პათოლოგიაზე.მთელი სისხლი თითქოს მუცელში გროვდება, ფეხებში კი სისხლის მიწოდება არ არის.
დიაბეტის ფიგურა
თუ სისხლში გლუკოზის მაღალი დონე გრძელდება სამ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში,მაშინ იწყება გლუკოზის კომპლექსების ფორმირება სისხლძარღვთა კედლის მემბრანის ცილებთან და ჰემოგლობინთან. შედეგად, მცირე და დიდი სისხლძარღვების კედლები სქელდება, სისხლძარღვების სანათური მცირდება და ვითარდება ათეროსკლეროზი. ყოველივე ეს იწვევს ქსოვილების სისხლმომარაგების დარღვევას.
მოგეხსენებათ, დიაბეტი აზიანებს მცირე სისხლზარღვებს, რომლებიც კვებავენ ბადურას,კანს, თირკმელებს. ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს თავის ტვინის აქტივობის დარღვევა, დიაბეტური ფეხის, ქსოვილის ნეკროზი, განგრენა.
დიდი სისხძარღვების დიაბეტური დაზიანებით, ინსულტისა და გულის შეტევის რისკი იზრდება.
ამიტომაა, რომ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ბევრ ადამიანს აღენიშნება თირკმლის უკმარისობა, ათეროსკლეროზი, ჰიპერტენზია; ბევრი კარგავს მხედველობას, აწუხებს ფეხის ტროფიკული წყლულები, ემუქრება ამპუტაცია.