„ჩვენი გუნდის უმთავრესი ამოცანაა უმაღლესი განათლების ხარისხის ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაცია.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2022 წლიდან შეიცვლება უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის მოქმედი სისტემა.
კერძოდ, დაინერგება სამინისტროს ინიციატივით შემუშავებული კლასტერული აკრედიტაცია, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საგანმანათლებლო პროგრამებზე განათლების ხარისხის განვითარებასა და საერთაშორისო დონეზე საქართველოში გაცემული კვალიფიკაციების აღიარებას.
ამასთან, ახალი სისტემით შესაძლებელი გახდება, რომ სახელმწიფომ, განათლების სფეროს ადგილობრივმა და საერთაშორისო ექსპერტებმა გააანალიზონ, თუ როგორ ვითარდება უმაღლესი განათლების კონკრეტული დარგი ან სფერო როგორც ერთი უნივერსიტეტის ფარგლებში, ასევე მთლიანად ქვეყანაში.
კლასტერული აკრედიტაციის ამოქმედებით, უნივერსიტეტებს მიეცემათ შესაძლებლობა, მოახდინონ საკუთარი ფინანსური და ადამიანური რესურსების კონსოლიდაცია კონკრეტული დარგის პროგრამებზე, რადგან ყოველ წელს მათ აკრედიტაციის პროცესის გავლა მოუწევთ არა ყველა დარგის, არამედ მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული დარგის საგანმანათლებლო პროგრამებზე.
კლასტერული აკრედიტაციის დროს უნივერსიტეტის ფარგლებში ერთი კონკრეტული სფეროს სხვადასხვა საფეხურის პროგრამები შეფასდება ერთიანად, ერთი ექსპერტთა ჯგუფის მიერ, რაც ხელს შეუწყობს ბაკალავრიატსა და მაგისტრატურას შორის კავშირისა და განსხვავებების უკეთ დანახვასა და შეფასებას.
ევროკავშირის დაფინანსებული TWINNING-ის პროექტის მხარდაჭერით, ესტონეთის უმაღლესი და პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოსა და გერმანიის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს თანამშრომლობით, კლასტერული აკრედიტაციის პილოტირება სამ უნივერსიტეტში უკვე განხორციელდა: ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
პილოტირებაში ჩართული იყვნენ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ექსპერტები გერმანიიდან, ესტონეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან“, – განაცხადა განათლების მინისტრმა.
აუცილებლად სანახავი:მიირთვით თაფლი ყოველ დღე და თქვენს სხეულში მოხდება ეს 8 ცვლილება
folktips.org არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.
ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას.
folktips.org დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.
folktips.org-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.