ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა NATO-ს მთავარ მეცნიერთან (NATO Chief Scientist) და NATO-ს მეცნიერებისა და ტექნოლოგიის საბჭოს (STO) თავმჯდომარესთან, დოქტორ ბრაიან უელსთან შეხვედრა გამართა.

NATO-ს შტაბ-ბინაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს NATO-ს მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ორგანიზაციასა (STO) და ქართულ მხარეს შორის არსებული და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები.

მინისტრმა ბრაიან უელსს განათლების სისტემის მთავარი მეგა-პროექტის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბატონი ბიძინა ივანიშვილია. სწორედ მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად ქვეყანაში გაჩნდა მსოფლიო მასშტაბის აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი სივრცე.

იაფი ავიაბილეთები avia.ge
მიხეილ ჩხენკელის შეფასებით, უნივერსიტეტს აქვს სწრაფად მზარდი რეიტინგი. 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, საშუალო საკონკურსო ქულის მიხედვით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის პირველ ადგილს იკავებს.

მინისტრმა აღნიშნა, რომ უნივერსიტეტის მაღალ სტანდარტსა და ინტერნაციონალიზაციის ხარისხს განაპირობებს ის მიდგომა, რომელიც აკადემიური პროგრამების შექმნას კონკრეტულ დარგში მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტთან თანამშრომლობით გულისხმობს. გარდა ამისა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ლექციებს ქართველი და უცხოელი პროფესორები კითხულობენ.

მიხელ ჩხენკელმა ბრაიან უელსს უახლესი გეგმა გააცნო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში უსაფრთხოების თვალსაზრისით ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხის, კიბერუსაფრთხოების მიმართულებით სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ამოქმედებასთან დაკავშირებით და NATO-ს მეცნიერების და ტექნოლოგიების ორგანიზაციას ამ პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა შესთავაზა. მხარეები აღნიშნული პროგრამების შექმნისა და განხორციელების მიმართულებით თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

მიხეილ ჩხენკელმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მეცნიერების განვითარების შესაძლებლობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ პროცესში წამყვანი როლი ენიჭება ადრონული თერაპიის ცენტრს, სადაც ონკოლოგიისა და პროტონული თერაპიის მიმართულებით კვლევების წარმოების პროცესში საერთაშორისო სამეცნიერო წრეები ჩაერთვებიან. აღსანიშნავია, რომ ადრონული თერაპიის ცენტრი მთლიანად დაფინანსებულია საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მიერ. სამეცნიერო-კვლევითი პროცესი ადრონული თერაპიის ცენტრში ულტრათანამედროვე ციკლოტრონების შექმნისთანავე დაიწყება, რომელთა დამზადება და აწყობა სწორედ ბელგიაში, სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანიაში (IBA) მიმდინარეობს. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ერთი ციკლოტრონი მხოლოდ კვლევისთვის იქნება განკუთვნილი, რაც განსაკუთრებულ დაინტერესებას იწვევს საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების მხრიდან.

NATO-ს მეცნიერებისა და ტექნოლოგიის საბჭოს (STO) თავმჯდომარის დიდი დაინტერესება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ციკლოტრონი საშუალებას მისცემს NATO-ს წევრი ქვეყნის მეცნიერებს, ქართველ მეცნიერებთან ერთად განახორციელონ კვლევითი პროექტები.

აუცილებლად სანახავი:მიირთვით თაფლი ყოველ დღე და თქვენს სხეულში მოხდება ეს 8 ცვლილება

Facebook კომენტარები