ნიორი უძველესი დროიდან პანაცეა იყო!ნიორი გვხვდება დედამიწის თითქმის ყველა ტიპის სამზარეულოში. მას არა მხოლოდ საოცარი სურნელი აქვს, არამედ წარმოუდგენლად ძლიერია ყველაზე გავრცელებული დაავადებების სამკურნალოდ.
რაც შეეხება გულის ჯანმრთელობას, ნიორი ხელს უწყობს არტერიული წნევის და ცუდი ქოლესტერინის შემცირებას, კორონარული არტერიის დაავადებისა და გულის შეტევის თავიდან აცილებას და ათეროსკლეროზის ეფექტს.
ნიორი ასევე შესანიშნავია ყოველდღიური ჯანმრთელობის პრობლემებისთვის,როგორიცაას ცხელება,მოგზაურთა დიარეა,გაციება და გრიპი,მწერების ნაკბენი და სოკოვანი ინფექციები.
უფრო მეტიც, ნივრის რეგულარული მოხმარება დაგეხმარებათ ოსტეოართრიტის,დიაბეტის და გადიდებული პროსტატის სიმპტომების მართვაში.ნიორი ასევე ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას და ტოქსინების გამოდევნას.ჯანჯაფილთან და ხახვთან ერთად,ის დაგეხმარებათ ქიმიოთერაპიისგან დეტოქსიკაციაშიც კი.
როგორ გამოვიყენოთ ნიორი.
ნიორი უმჯობესია მიირთვათ უმი, რადგან მისი აქტიური ნივთიერება,ალიცინი,დენატურირებულია სიცხის ზემოქმედებისას. საუკეთესო შედეგისთვის,დაჭერით კბილი ნიორი და დატოვეთ ჭამამდე 15 წუთით ადრე.ის უნდა მიირთვათ ცარიელ კუჭზე, რადგან როცა კუჭი სავსეა საკვებით, ორგანიზმს შეიძლება გაუჭირდეს ყველა საკვები ნივთიერების გადამუშავება და ათვისება.
თქვენს კვებაში უმი ნივრის დამატების შესანიშნავი გზაა მისი თაფლით შერევა:აიღეთ 2-3 კბილი ნიორი და დაჭერით პატარა ნაჭრებად,აურიეთ კოვზი თაფლით,მიირთვით ეს ნარევი ყოველდღე და მთელი კვირის განმავლობაში თავს უფრო ენერგიულად და ჯანმრთელად იგრძნობთ,როგორ მოვამზადოთ ნივრის გრიპის სიროფი.
ინგრედიენტები:ნახევარი ყვითელი ხახვი,5 კბილი ნიორი,2 წითელი ჩილის წიწაკა,1ს.კ.ლ. ჯანჯაფილი,ერთი ლიმონის წვენი,ვაშლის ძმარი
ინსტრუქციები:
დაგჭირდებათ 350მლ-500მლ ქილა,რომელიც უნდა შეავსოთ დაჭრილი ხახვით.დაამატეთ დაჭრილი ნიორი.შემდეგ წვრილად დაჭრილი ჩილის წიწაკა.შემდეგ დაჭრილი ჯანჯაფილი.ცალკე ჭურჭელში გაწურეთ ლიმონი,ამოიღეთ თესლი და დაასხით წვენი ქილის შიგთავსზე.ბოლოს შეავსეთ ქილა ვაშლის ძმრით, დატოვეთ დაახლოებით ერთი სანტიმეტრი.მჭიდროდ დახურეთ ქილა და დატოვეთ საკუჭნაოში.