როდესაც ქალი დაბერდება, ის უფრო მეტად ზრუნავს თავის გარეგნობაზე და სურს, რომ არ გამოავლინოს დაბერების ნიშნები, ამიტომ ის ეძებს ყველა გზას და საშუალებას, რაც ამის მიაღწევში დაეხმარება. დღეს თქვენთვის ავირჩიეთ „ლიმონი“, როგორც იდეალური არჩევანი, რომელიც შეიცავს „C“ ვიტამინს, რომელიც დაგეხმარებათ ამ მარტივი ნაბიჯების გადადგმაში, გამოჩნდეთ ახალგაზრდა.მოგეხსენებათ, ჩემო ქალბატონო, რომ ასაკთან ერთად კანში ვკარგავთ ბუნებრივ C ვიტამინს, მაგრამ საბედნიეროდ,დიდი ხნის წინ აღმოაჩინეს, რომ ლიმონი შეიცავს C ვიტამინს დიდი კონცენტრაციით.
ამრიგად, ლიმონში C ვიტამინის გამოყოფა დაგეხმარებათ დროის უკან დაბრუნებაში სამი მიმართულებით:
1) ასაკობრივი ლაქები
ლიმონის წვენის გამოყენება საუკეთესო საშუალებაა C ვიტამინის გამოსაყენებლად კანზე, თუ მას აქვს ასაკობრივი ლაქები, ლიმონის წვენში შემავალი ლიმონის მჟავა ხელს უწყობს ლაქების თანდათანობით გაქრობას და კანის ტონის კონტროლსაც კი.ეს ძალიან მარტივია, უბრალოდ ყოველდღიურად წაისვით ლაქებზე ლიმონის წვენი,დატოვეთ ხუთიდან ათ წუთამდე და ჩამოიბანეთ. დაემშვიდობეთ არასასურველ ლაქებს.
2) ნაოჭები და წვრილი ხაზები
ცნობილია , რომ ნაოჭები წარმოიქმნება თქვენი სახის ყველაზე მოძრავ ნაწილებსა და უბნებზე . თქვენი კანის ზედა ფენის ქვეშ არის კოლაგენი - ქსოვილი , რომელიც ინარჩუნებს კანის შრეებს და ასაკთან ერთად იწყებთ ამ კოლაგენის ნაწილის დაკარგვას ,რაც იწვევს კანში წარმოქმნილ ცვლილებებს .მასთან ერთად ნაოჭებს . ამიტომ , ამ ნაოჭებთან საბრძოლველად , შეეცადეთ დაამატოთ C ვიტამინის ჯანსაღი დოზა თქვენს ჯანსაღ კვებაში .ასევე მიირთვით ამ ვიტამინით მდიდარი საკვები , როგორიცაა: ლიმონი,მარწყვი, პაპაია და ანანასი . ამ უგემრიელესი საჭმლების დახმარებით, თქვენი სხეული შეძლებს მეტი კოლაგინის გამომუშავებას, რაც ხელს უშლის ამ უსიამოვნო ნაოჭებს.
3) მოშვებული კანი
C ვიტამინის კანზე გამოყენება ხელს უწყობს კოლაგენის პროპორციის გაზრდას, რაც თავის მხრივ აღადგენს თქვენს კანს ელასტიურობას. შეურიოთ ცოტაოდენი ლიმონის წვენი თქვენს დამატენიანებელ კრემში, ან მოძებნოთ C ვიტამინისგან დამზადებული დამატენიანებელი. წაისვით კანზე დღეში ერთხელ დილით და შეამჩნევთ განსხვავებას.