თუ ცხიმიანი კანი გაქვთ, აუცილებლად გაწუხებთ კანის ზედაპირზე ზედმეტი ცხიმი,რამაც შეიძლება გიბიძგოთ დღის განმავლობაში რამდენჯერმე გაიწმინდოთ სახის კანი. თუმცა, უხეში სარეცხი საშუალებების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის დაზიანება და სიწითლე.

ამიტომ, ბუნებრივი, ქიმიკატების გარეშე საპნის გამოყენება საუკეთესო გამოსავალია კანის დაზიანებისგან დასაცავად, განსაკუთრებით ცხიმიანი კანის მქონეთათვის.

ინგრედიენტები

Dove-ს საპონი

ჟოჟობას ზეთი

გამოხდილი წყალი

ნებისმიერი ეთერზეთის რამდენიმე წვეთი (ლავანდის ზეთი ან ლიმონის ზეთი)

როგორ მოვამზადოთ

ღრმა თასში შეურიეთ 3 სუფრის კოვზი გახეხილი Dove საპონი ½ ჭიქა გამოხდილ წყალს და მიიყვანეთ ადუღებამდე დაბალ ცეცხლზე, შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან.

დაამატეთ ნარევს ¼ ჭიქა ჟოჟობას ზეთი რამდენიმე წვეთი თქვენთვის სასურველი ნებისმიერი ეთერზეთი, როგორიცაა ლიმონი ან ლავანდის ზეთი.

მიღებული მასა დატოვეთ, სანამ ყველა ინგრედიენტი ერთგვაროვანი არ გახდება, შემდეგ ჩაასხით შესაფერის ფორმაში და დატოვეთ სანამ არ გამაგრდება.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია