დაფნის ფოთოლი ყველასთვის კარგად ნაცნობი ინგრედიენტია სამზარეულოში. მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ამ მარადმწვანე მცენარის ფოთლები უამრავი სამკურნალო მიზნით გამოიყენება.

დაფნის ფოთლებისგან შეგიძლიათ მიიღოთ დაფნის ზეთი, რომელიც უამრავ სასარგებლო და სამკურნალო ნივთიერებას შეიცავს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, გამოიყენება სახის კანისა და თმის მოვლის მიზნითაც, აუმჯობესებს ღვიძლის, თირკმლის და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირებას.

დაფნის ზეთი დაავადებების პროფილაქტიკისთვისაც შეგიძლიათ გამოიყენოთ, ის გაგიუმჯობესებთ იმუნურ სისტემას.
ამ ზეთით შეგიძლიათ მოამზადოთ ლოსიონი, რომელიც დაგეხმარებათ სახის კანის მოვლაში. ეფექტურად ებრძვის აკნეს და გამონაყარს.

 

დაფნის ზეთის სამკურნალო თვისებები:

ამშვიდებს ნერვულ სისტემას;
ასტიმულირებს ოფლის გამოყოფის პროცესს;
აუმჯობესებს იმუნურ სისტემას;
კურნავს ვენების ვარიკოზულ გაგანიერებას;

ინგრედიენტები

30 გ დაფნის ფოთოლი
250 მგ ზეითუნის ზეთი (ან მზესუმზირის)

მომზადება

აიღეთ საშუალო ზომის ჭურჭელი თავსაფრით. დააქუცმაცეთ დაფნის ფოთოლი და დაასხით ზეთი. მოათავსეთ ჭურჭელი ბნელ და გრილ ადგილზე. გააჩერეთ 14 დღით. დრო და დრო შეანჯღრიეთ. 2 კვირის შემდეგ გაწურეთ მარლით და გადაიტანეთ სითხე სხვა ჭურჭელში.

გამოიყენეთ დაფნის ზეთი სხვა და სხვა მიზნებისთვის, გაითვალისწინეთ მისი გადაჭარბებული დოზირება საზიანოა! (მაქსიმუმ 4 წვეთი).

Facebook კომენტარები