თმის საშრობის, საღებავების და სხვა ქიმიკატების ხშირი გამოყენება იწვევს თმის დაზიანებას და მტვრევადობას, ხოლო მისი სიჯანსაღისა და ბზინვარების აღდგენის მცდელობისთვის გთავაზობთ ნატურალურ რეცეპტს მარტივი ინგრედიენტებით, რომელიც დაგეხმარებათ დაზიანებული თმის აღდგენაში.

ინგრედიენტები:

4 კვერცხი (კვერცხის გული მდიდარია ცხიმით, რომელიც აუმჯობესებს თმის ხარისხს და ხელს უწყობს მის ზრდას)
ნახევარი ჭიქა ზეითუნის ზეთი (იგი ითვლება ბუნებრივ მატონიზირებელ საშუალებად და კვებავს სკალპს)
ნახევარი ჩაის კოვზი კარაქი (შეიცავს მკვებავ და დამარბილებელ ელემენტებს,რომლებიც მკურნალობენ თმის ცვენას)

როგორ მოვამზადოთ

გამოაცალეთ კვერცხის გული ცილისგან, შეურიეთ გულს მხოლოდ ზეითუნის ზეთი და კარაქი, სანამ ნარევი ერთგვაროვანი არ გახდება.

გაყავით თმა თანაბარ და პატარა ნაჭრებად და ნარევი თანაბრად გადაანაწილეთ ყველა ღეროზე ძირებიდან ბოლოებამდე.

შეიხვიეთ თმა პლასტმასის ქუდით და გაიჩერეთ საათნახევრამდე, შემდეგ ჩამოიბანეთ ნელთბილი წყლით და თქვენი თმის ტიპის შესაბამისი შამპუნით.

რაც შეეხება კვერცხის გულის სუნის მოცილებას, შეგიძლიათ გამოიყენოთ რამდენიმე წვეთი ლიმონი.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია