შაქარი – საშუალება, რომელიც ზედმეტ თმას მოგაშორებთ! ეს აუცილებლად უნდა სცადოთ!

შაქრის ეპილაცია – ეს ნამდვილი აღმოჩენაა. თუ ამ ხერხით დაიწყებთ ზედმეტი თმის მოშორებას, სხვა საშუალებები უაზროდ მოგეჩვენებათ.

შუქარინგი დაგეხმარებათ თმა ძირიანად მოიშოროთ. ეს ნატურალური საშუალებაა და კანის ნებისმიერ ტიპზე მიდის, ყველაზე მგრძნობიარესა და ალერგიისკენ მიდრეკილისთვისაც კი.

როგორ გავიკეთოთ შაქრის ეპილაცია?

ინგრედიენტები:

• 6 ს/კ შაქარი

• 2 ს/კწყალი

• 1 ს/კ ლიმონმჟავა

მომზადება

1. წყალი და შაქარი აურიეთ და დაბალ ცეცხლზე მოათავსეთ. ადუღების შემდეგ ლიმონმჟავა დაუმატეთ. მოურიეთ ხოლმე.

2. როცა შაქრის ნარევის ფერი თაფლის ფერს დაემსგავსება, შეამოწმეთ რამდენად მზადაა ის. ჩააწვეთეთ წყლის ჭიქაში. თუ წვეთი არ გავრცელდა, ნარევი მზად ყოფილა.

3. მოათავსეთ პლასტმასის კონტეინერში და ოთახის ტემპერატურაზე გააციეთ.

პროცესის დაწყებამდე კანი ტალკით დაიმუშავეთ. შაქრის მასა წაისვით თმის ზრდის საწინააღმდეგო მიმართულებით. ქსოვილის მოგრძო ნაჭერი დაიკარით მაგრად. ერთი ხელით დაიკავეთ კანი, მეორეთი კი ქსოვილი აახიეთ.
პირველი ცდის შემდეგ ყველა თმა არ მოგშორდებათ, ეს ნორმალურია. გაიმეორეთ პროცედურა კიდევ ერთხელ. ამ პროცედურისგან გამოწვეული დისკომფორტი ნამდვილად გიღირთ, რადგან თმა 2-3 კვირა არ გაიზრდება.

მაჰმადიანი ქალები, რომლებიც მთელი ტანიდან იქრობენ თმას, უხსოვარი დროიდან ამ მეთოდს იყენებენ. შაქრის ეპილაცია ბიკინისა და იღლიების ზონისთვისაც კი შეიძლება.

Folktips.org არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Folktips.org დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Folktips.org-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან. ხოლო, სახის ნებისმიერი ნიღბის გამოყენებამდე დარწმუნდით, რომ მასში შემავალ ინგრედიენტებზე არ ხართ ალერგიულები. ამისათვის საჭიროა მომზადებული ნიღაბი პირველ რიგში წაისვათ ხელზე და დაელოდოთ რამდენიმე წუთი. თუ ალერგიული რეაქცია არ მოგცათ, ეს იმას ნიშნავს, რომ თამამად შეგიძლიათ წაისვათ ნიღაბი სახეზე.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია