თუ გსურთ ისწავლოთ კეისრის სალათის სწორად მომზადება, უნდა დაიწყოთ სოუსით,რადგან სოუსი ამ სალათის მთავარი სასწაულია.

კეისარი სალათი არ არის. „ცეზარი“ ასე ჰქვია სოუსს.

დღეს ჩვენ გეტყვით როგორ მოვამზადოთ ის ეტაპობრივად!

ინგრედიენტები:

კვერცხის გული - 1 ც.

მდოგვი - 1 ჩ.კ

მარილი - 1 ჩ.კ

ზეითუნის ზეთი - 150 მლ.

ლიმონის წვენი - 1 ს.კ

დაფქული წიწაკა - 1 ჩ.კ

ნიორი - 1-2 კბილი

პარმეზანი (გახეხილი) - 50 მგ.

მომზადების მეთოდი:

ჯერ უნდა აიღოთ გული, მარილი და მდოგვი და ყველაფერი კარგად ავთქვიფოთ.

დაამატეთ რამდენიმე წვეთი ზეითუნის ზეთი.

მუდმივად ვურიოთ.

როცა მთელ ზეთს დაასხამთ, ყველაფერი კარგად უნდა ათქვიფეთ სათქვეფით, სანამ ჩვენთვის ნაცნობი მაიონეზის კონსისტენცია არ ჩამოყალიბდება.

დაუმატეთ ლიმონი, წიწაკა და ნიორი. ყველაფერი კარგად ათქვიფეთ.

შემდეგ დავამატოთ ყველი და ისევ ვიღებთ ათქვეფილს.

ახლა სოუსი მზად არის! ასევე შეიძლება მიირთვათ ხორცთან და მაკარონთან ერთად!

გემრიელად მიირთვით!

ცოტა რამ ცეზარის წარმოშობის, ისტორიის შესახებ.

ცეზარის სალათის შექმნა ცეზარ კარდინს, იტალიელ შეფს და ბიზნესმენს უკავშირდება.ის იყო იტალიელი ემიგრანტი, რომელიც მუშაუბდა მექსიკისა და ა.შ.შ-ს უამრავ რესტორანში. კარდინი ცხოვრობდა სან დიეგოში, მაგრამ მუშაობდა სხვა ქალაქებშიც, რათა თავი აერიდებინა მაშინდელ ა.შ.შ-ში ალკოჰოლის საქვეყნო აკრძალვისთვის. მისი ქალიშვილი როზა იხსენებს, რომ ცეზარმა ეს სალათა გამოიგონა მის რესტორან "ცეზარიში", 1924 წლის 4 ივლისს, როცა რესტორანში გარკვეული ინგრედიენტები ამოიწურა. კარდინიმ ცეზარის სალათა იმ ინგრედიენტებით ააწყო, რაც ჰქონდა, თავდაპირველი სიმპათიის გასაჩენად კი აუწყა, რომ პირადად შეფის დამზადებული იყო. კარდინთან მომუშავე უამრავი ადამიანიც ეთანხმებოდა ამ ვერსიას სალათის შექმნისა.

1946 წელს, გაზეთის მწერალმა დოროთი კილგალენმა დაწერა, რომ ცეზარის სალათა ნიუ იორკში არსებული სტეიკჰაუსის მიერ იყო შექმნილი, რის შემდეგაც კერძი ჰოლივუდშიც გავრცელდა.

როზა კარდინის თქმით, თავდაპირველი ცეზარი არანაირ ხორცს არ შეიცავდა, თევზის ხორცი პირველად კი მისმა ძმამ, ალექსმა გამოიყენა სალათაში.

დღესდღეობით, ცეზარის სალათა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ხშირად გაკეთებული სალათაა მთელი მსოფლიოს გარშემო. ამ პოპულარობამ გამოიწვია წინასწარ გაკეთებული და გაყინული ცეზარის გაყიდვა მაღაზიებში, განსაკუთრებით გავრცელებულია ბოთლში შეფუთული ცეზარის საკაზმი, რომელიც ბევრი დიდი კომპანიის მიერაა წარმოებული.

"კარდინის" "ცეზარ კარდინის" და "ორიგინალი ცეზარის საკაზმი" სავაჭრო ნიშნებია  და ერთი კომპანიის საკუთრებაშია.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია