ბრონქიტის დროს ეს ნამცხვარი ყოველთვის მეხმარება: თავს და ჩემს შვილებს ვმკურნალობ.
ინგრედიენტები:
თაფლი - 1 სუფრის კოვზი;
მშრალი მდოგვი - 1 სუფრის კოვზი;
ძმარი - 1 სუფრის კოვზი;
მზესუმზირის ზეთი - 1 ს/კ;
ფქვილი - დაამატეთ იმდენი, რომ ნარევი ბლანტი იყოს და ხელებზე თითქმის არ გეწებებათ.
მიღებული ნამცხვარი დაიდეთ საფენის ქვეშ (შეგიძლიათ გააზილოთ) ზურგზე ან მკერდზე (ცელოფნის გამოყენება არ შეიძლება!) და ზემოდან მჭიდროდ შემოახვიეთ თბილი შარფით. დატოვე კომპრესი მთელი ღამე.
თაფლი არის საოცარი სამკურნალო პროდუქტი, რომელიც ეხმარება გაუმკლავდეს ბევრ დაავადებას. მათ შორის გამოიყენება ყველა სახის გაციებისა და სასუნთქი სისტემის ანთების დროს.
როგორც ხედავთ, პროცედურა მარტივი და სწრაფია.
დარწმუნდით, რომ ტორტი არ მოხვდეს გულის არეში! უმჯობესია ბავშვებმა კომპრესი მდოგვის გარეშე მოამზადონ და მთელი ღამე კი არა, რამდენიმე საათის განმავლობაში დააყენონ.
მინდა ამ სტატიაში გიამბოთ თაფლის შესახებ თუ რამდენად სასარგებლოა ის ადამიანის ორგანიზმისთვის.
პირველ რიგში გეტყვით იმას რომ თაფლის რამდენიმე სახეობა არსებობს.
მაისის თაფლი
ცაცხვის თაფლი
წიწიბურას თაფლი
აკაციის თაფლი
მანანის თაფლი
მზესუმზირის თაფლი
ფათალოს თაფლი
რაფსის თალი
წაბლის თაფლი
მინდვრის ყვავილების თაფლი
ტირიფის თაფლი
ტყის თაფლი
იელის თაფლი
თაფლი მაღალი კვებითი ღირებულებებით და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა.ნატურალური თაფლი აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას, ახდენს ბაქტერიოციდულ, ანთების საწინაღმდეგო მატონიზებელ მოქმედებას, აჩქარებს ქსოვილების აღდგენას, აწესრიგებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მოქმედებას, ხელს უწყობს იმუნური სიტემის მუშაობას და ასე შემდეგ.
თაფლი ასევე მდიდარი გახლავთ ისეთი მიკროელემენტებით როგორიცა: რკინა, ნიკელი კალციუმი, სპილენძი, მაგნიუმი, ვერცხლი და ასე შემდეგ.
თაფლით მკურნალობენ გულს, ღვიძლის, თირკმელების, ფილტვების და ცენტალური ნერვული სისტემის სხვადასხვა პათოლოგიებთ.
საქართველოსში ფართოდ გახლავთ გავრცელებული ხელოვნური თაფლი რომელსაც შაქრის სიროფის ძმრის და საღებავების საშვალებით მიიღებენ.რომლის გამოყენება შესაძლებელია საკვებად მაგრამ მას არანაირი სასარგებლო თვისება არ გააჩნია.
თაფლი ასევე ფართოდ გამოიყენება დიეტოლოგიაშიც.
მეცნიერების მტკიცებით თაფლი სხეულის ფორმებს დიეტის გარეშეც შეამცირებს..ამისთის საჭიროა ძილის წინ სულ რაღაც ერთი ჩაის კოვზე თაფლი მივიღოთ.