როგორ მოვიშოროთ ცხიმოვანი ქსოვილი (ლიპომა) ერთი ხალხური საშუალებით!?
ცხიმოვანი ქსოვილის წარმონაქმნები, რომლებიც სამედიცინოში უფრო ცნობილია,როგორც ლიპომა, ჩნდება კისერზე და მკლავებზე.
ამ კეთილთვისებიანი ვერაგი დაავადების წარმოქმნის მიზეზი უცნობია, მაგრამ ცნობილია, რომ გენეტიკა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამაში.
ამ ცხიმიანი წარმონაქმნების აღმოსაფხვრელად, მაგრამ ლაზერული მოცილების ან ოპერაციის თავიდან აცილების ნაცვლად, შეგიძლიათ სცადოთ ხალხური საშუალებები.
ქვემოთ აღვწერეთ ლიპომებისგან თავის დაღწევის ეს ეფექტური მეთოდი, რომელსაც ასევე გვირჩევენ დერმატოლოგები.
საიდუმლო ფქვილში და თაფლშია.
თანაბარი რაოდენობით ფქვილი და თაფლი აურიეთ და მიღებული მასა დაზიანებულ ადგილებზე წაისვით.
რეკომენდებულია შეზეთვა მინიმუმ 0,5-1 სმ ფენით.
შეახვიეთ მარლის ან ბამბის ქსოვილით და გააჩერეთ დღენახევარი, შემდეგ ამოიღეთ და წაისვით კიდევ ერთი ფენა.
გაიმეორეთ ეს პროცედურა 5-ჯერ.
ერთი კვირის შემდეგ შეამჩნევთ, რომ ლიპომა გაქრა.
წარმოშობის მიხედვით თაფლი შეიძლება იყოს მონო ან პოლიფლორული. პირველს განეკუთვნება აკაციის, ცაცხვის, მზესუმზის ან სხვა რომელიმე მცენარისაგან მიღებული თაფლი, ხოლო მეორეს — მდელოს მრავალნაირი ყვავილისაგან, ტყის თაფლოვანთა ნექტრისაგან ან სხვადასხვა მცენარისგან მიღებული თაფლი.
ნატურალურ თაფლს მასში გლუკოზის ან ფრუქტოზის მაღალი კონცენტრაციის გამო ახასიათებს კრისტალიზაცია. ეს პროცესი სწრაფად მიმდინარეობს 13-14°C ტემპერატურაზე. ფუტკრის თაფლი შეიძლება იყოს ფიჭიანი ან გამოწურული. როგორც ერთი, ისე მეორე მაღალი კვებითი ღირებულებითა და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა.
მისი მაღალი კვებითი ღირებულება და სამკურნალო თვისებები განისაზღვრება არა მარტო ადვილად ასათვისებელი შაქრების დიდი რაოდენობით, არამედ ფიზიოლოგიურად სრულფასოვანი მინერალური ნივთიერებების, ფერმენტების, ვიტამინებისა და ანტიმიკრობული ნივთიერებების შემცველობითაც.
ნატურალური თაფლი აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას, ახდენს ბაქტერიოციდულ, ანთების საწინააღმდეგო და მატონიზებელ მოქმედებას, აჩქარებს ქსოვილების აღდგენას, აწესრიგებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას, ასტიმულირებს შინაგანი ორგანოებისა და იმუნური სისტემის მუშაობას.
"ჩვენ სასარგებლო ინფორმაციის გაცვლით შეგვიძლია ბევრის სიცოცხლე ვიხსნათ და გადავარჩინოთ. ჩემი აზრით, აუცილებელია რომ სასარგებლო და მარტივი ხრიკები ვიცოდეთ,რაც ჯანმრთელობას გაგვიუმჯობესებს ან საერთოდ ფატალური შედეგისგან გვიხსნის,ჯანმრთელობას და სულიერ მხნეობას გისურვებთ."