ეს ბულიონი ძვლებისთვის და საჭმლის მონელებისთვის უკონკურენტოა.ჩვეულებრივ სუპს მახსენებს!
ბებიაჩემი ბულიონზე დაფუძნებულ სუპებს ამზადებდა. ყველა ჭამდა და აქებდა! ახლა ვხვდები, რამდენად სწორად ვიკვებებოდით ბავშვობაში: თურმე ძვლის ბულიონი ყველაზე ჯანსაღი საკვებია.
ბულიონი შეიცავს გლიცინს და პროლინს - ორ უნიკალურ ამინომჟავას, რომელიც აუცილებელია ორგანიზმის გამართული ფუნქციონირებისთვის. ამ ნივთიერებების დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს მტვრევადი ძვლები, სხვადასხვა ანთებები და ადრეული ნაოჭების გაჩენაც კი!
ძვლის ბულიონის სარგებელი
ჭრილობის შეხორცება
ბულიონის შემადგენლობაში შემავალი სასარგებლო ამინომჟავები ხელს უწყობს ქსოვილების აღდგენას! ბულიონი რეკომენდებულია პოსტოპერაციულ პერიოდში პაციენტებისთვის. ასევე, ეს საკვები ძალზე მნიშვნელოვანია ბავშვებისა და მოზარდების მზარდი ორგანიზმისთვის.
ძვლის ჯანმრთელობა
ბულიონში არსებული კალციუმი, მაგნიუმი და ფოსფორი ძალიან კარგად შეიწოვება! ძლიერი ძვლებისთვის ბულიონის ჭამა მნიშვნელოვანია ნებისმიერ ასაკში.
კარგი საჭმლის მონელება
ბულიონი შეიცავს ჟელატინს, რომელიც დადებითად მოქმედებს კუჭისა და ნაწლავების ლორწოვან გარსზე. საჭმლის მომნელებელი ნებისმიერი პრობლემის დროს რეკომენდებულია ძვლის ბულიონის დალევა რაც შეიძლება ხშირად!
ორგანიზმის წმენდა
ძვლის ბულიონი ღვიძლს ტოქსინების გამკლავებაში დაეხმარება! ნებისმიერი სახის დეტოქსის დროს სასარგებლოა ამ კერძის საკვებში დამატება.
მაღალი ჰემოგლობინი
ბულიონში შემავალი გლიცინი უზრუნველყოფს სისხლში რკინის მაღალ შემცველობას, ხელს უშლის ანემიას და ეხმარება სისხლს ჟანგბადის უკეთ გადატანაში.
როგორ მოვამზადოთ ბულიონი
ბულიონი შეიძლება იყოს როგორც დამოუკიდებელი კერძი, ასევე სუპებისა და სოუსების საფუძველი. აღსანიშნავია, რომ ბულიონი დაბალკალორიული საკვებია, მხოლოდ 15-20 კკალ 1 ლიტრზე!
ძვლის ბულიონის რეცეპტი
- ბულიონის მომზადებამდე ძვლები მსუბუქად შეწვით ღუმელში.
- მოხარშვის წინ გარეცხეთ ძვლები!
- როცა ბულიონი ადუღდება, ამოიღეთ ქაფი და ამოიღეთ ცხიმის ნაწილი. შემდეგ შეამცირეთ ცეცხლი.
- ბულიონის მომზადების პროცესში არ დაუშვათ ძლიერი ადუღება!
- ბულიონი იხარშება საშუალოდ 2-3 საათის განმავლობაში. ხარშვის დასრულებამდე 1,5 საათით ადრე ბულიონში მოათავსეთ მთლიანინ ხახვი და მწვანილი, ხარშვის დასრულებამდე ნახევარი საათით ადრე - მარილი.გამორთვის შემდეგ ამოიღეთ ხახვი ბულიონიდან.
- სასარგებლოა არა მხოლოდ ძვლის ბულიონი, არამედ ხორცისა და ძვლის ბულიონი, თევზიც! თუ გრძნობთ საჭმლის მომნელებელ სისტემაში გაუმართაობას ან ზოგადად დასუსტებულ მდგომარეობას, უკეთესი საშუალება არ არსებობს. დღეში მხოლოდ 2 ჭიქა ბულიონი გამოგაჯანსაღებთ!
და რამდენი ვარიაცია არსებობს ამ შესანიშნავი კერძის! ბულიონი პელმენებით, კრუტონებით, ხორცის ბურთულებით, ლაფშებით და ათქვეფილი კვერცხითაც კი... სცადეთ თავად მოამზადოთ და გაუზიარეთ მეგობრებს იდეალური ბულიონის რეცეპტი, ისინი აუცილებლად გამოიყენებენ.
თქვენ როგორ ბულიონს მიირთმევთ ხოლმე? დაგვიკომენტარეთ.