ბუნებრივი ნაზავი თქვენი სისხლძარღვებისთვის.ინგრედიენტები,რომლებიც ყველას აქვს სახლში.

სისხლძარღვთა ელასტიურობისთვის

ინგრედიენტები:

  • თაფლი
  • მზესუმზირის ზეთი
  • ლიმონი
  • ადუღებული წყალი

მომზადების წესი:

შეურიეთ თითო 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი, თაფლი და მზესუმზირის ზეთი და დალიეთ უზმოზე. მკურნალობის კურსი 10 დღეა.

ან შეურიეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი და ნახევარი ლიმონის წვენი 3/4 ჭიქა თბილ ადუღებულ წყალში. დალიეთ ძილის წინ 10 დღის განმავლობაში.

მომზადების მეთოდი:

სისხლძარღვების გასაწმენდად 2 საშუალო ზომის ლიმონი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი თაფლი, აურიეთ, გადაიტანეთ მინის ქილაში და გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე ერთი დღე. მიიღეთ 2-3 ჩაის კოვზი დღეში ჭამის წინ ან ჩაისთან ერთად.

ლიმონის წვენი კარგია ციებ-ცხელების დროს, წყურვილის მოსაკლავად და საერთო მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

მას იყენებენ ორგანიზმში ვიტამინების ნაკლებობის, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის, ანთებების, შემცირებული მჟავიანობის ფონზე მიმდინარე გასტრიტის, ნიკრისის ქარისა და კენჭოვანი დაავადებების სამკურნალოდ.

გარეგანი მოხმარებისათვის კი ლიმონის წვენს იყენებენ კანის სოკოვანი დაავადებებისა და ქავილის სამკურნალო მალამოსა და ლოსიონის დამზადების დროს.

სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები საკვები და მკურნალი
ავტორ-შემდგენლები: ლიანა ჯიქია, რაისა ქარაია, ვანო პაპუნიძე, ვლადიმერ უგულავა, ტრისტან ჯობავა, ნონა მიქაია.

ლიმონის ნაყოფი შეიცავს – ლიმონის მჟავას, შაქარს, პექტინს, გლიკოზიდს, ეთერზეთებს, ფიტონციდებს, ფიტოსტერინს, ფლავონოიდებს; A, C, E, D, P, B ჯგუფის და სხვა ვიტამინებს.

მინერალურ ნივთიერებებს: კალიუმს, კალციუმს, მაგნიუმს, ნატრიუმს, ფოსფორს და სხვა.

სასარგებლო ნივთიერებებით არანაკლებ გაჯერებულია ლიმონის ქერქი (ცედრა). მასში C ვიტამინი სამჯერ მეტია, ვიდრე რბილობში. ქერქში უხვად არის ციტრინიც. გარდა ამისა, ცედრა მდიდარია P ვიტამინით, გლიკოზიდებით.

ლიმონს თავისი უნიკალური შემადგენლობის წყალობით აქვს შარდმდენი, ნაღველმდენი, ანტიტოქსიკური, ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი ბაქტერიოციდული, ფუნგიციდური (სოკოს საწინააღმდეგო) და სისხლდენის შემაჩერებელი ეფექტი.

ლიმონი სასარგებლოა ღვიძლის, ნაღველკენჭოვანი და შარდკენჭოვანი დაავადებების,შაქრიანი დიაბეტის, სასუნთქი გზების ვირუსული პათოლოგიების,არტერიული ჰიპერტენზიის, ათეროსკლეროზის, საერთო სისუსტის,ავიტამინოზის,თავის ტკივილის, ალკოჰოლური და სხვა სახის ინტოქსიკაციის, კანის და პირის ღრუს ანთებითი დაავადებების დროს.

ლიმონი ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს, დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემასა და შრომის უნარზე. სკლეროზის მოახლოებისას გირჩევთ სისტემატიურად მიირთვათ ლიმონი და სვათ მისი ახალგამოწურული წვენი.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია