რეცეპტი, რომელიც მხედველობას აუმჯობესებს. ის რუსმა აკადემიკოსმა, ფილატოვმა შექმნა
მხედველობა ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უნარია, რომელიც ცხოვრებას გვილამაზებს და გვიადვილებს. თუმცა ყველას როდი აქვს იდეალური მხედველობა: ზოგს პრობლემები დაბადებიდანვე აღენიშნება, ზოგს ცოტა მოგვიანებით უჩნდება.
ასაკის მატებასთან ერთად კი მხედველობის დარღვევები უფრო და უფრო ხშირდება. დარღვევა მრავალნაირია: ბუნდოვანი ხედვა (მხედველობის სიმკვეთრის დაკარგვა და წვრილი დეტალების დანახვის შეუძლებლობა).
ჰალო (ნათელი წრეები, რომლებიც გარს არტყია სინათლის წყაროს), სკოტომები (შავი ლაქები), მხედველობის დაქვეითება, სიბრმავე. ამ დარღვევებს თვალის სხვადასხვა დაავადება იწვევს.
ხალხური მედიცინა გთავაზობთ რეცეფტს, რომელიც სახლის პირობებში მარტივი და იაფი მოსამზადებელია, ამავდროულად ძალიან ეფექტური.
საჭირო ინგრედიენტები:
- ნახევარი კგ დაქუცმაცებული ნიგოზი
- 300 მლ ნატურალური თაფლი
- 4 ლიმონის ახლადგამოწურული წვენი
- 100 მლ ალოე ვერას გელი
- 100 მლ წყალი
მომზადებისა და მიღების წესი:
- პირველ რიგში, თქვენ ერთმანეთში უნდა შეურიოთ ალო ვერას გელი და მოცემული რაოდენობით წყალი. ბლენდერის გამოყენებით უნდა ურიოთ მაღალ სიჩქარეზე, რათა მიიღოთ ერთგვაროვანი მასა.
- მიღებულ ნარევში ჩაამატეთ ყველა დარჩენილი ინგრედიენტი და კიდევ ერთხელ კარგად გადაურიეთ.
- მზა მასა მოათავსეთ მინის ქილაში და შეინახეთ მაცივარში.
- მიირთვით ის 1 სუფრის კოვზის ოდენობით დღეში 3-ჯერ, ჭამამდე რამდენიმე წუთით ადრე.
- კურსის ხანგრძლივობა – 1 თვე.
კურსის გამეორებამდე აუცილებლად უნდა გააკეთოთ მინიმუმ 2 კვირიანი შესვენება. გარდა ამისა, მაქსიმალურად უნდა გაამდიდროთ კვების რაციონი ბეტა-კაროტინის შემცველი პროდუქტებით. ამ ნივთიერების მაქსიმალური კონცენტრაცია სტაფილოშია.
ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ინფორმაცია თქვენც დაგეხმარებათ. იზრუნეთ საკუთარ მეგობრებზეც, აუცილებლად გაუზიარეთ მათ ჩვენი დღევანდელი სტატია. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!
Folktips.org არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.