ზოგჯერ ინსულტის დადგენა რთულია და სწორედ ამიტომ ადამიანების ცხოვრება ტრაგიკულად მთავრდება ხოლმე.
ამიტომ ასეთი რამ თავიდან რომ ავირიდოთ ადამიანს 3 რამ უნდა შეამოწმოთ.სთხოვეთ ადამიანს რომ გაიღიმოს,სთხოვეთ ორივე ხელი მაღლა აწიოს,სთხოვეთ რაიმე მარტივი წინადადება თქვას.
თუ რომელიმეს ვერ აკეთებს მაშინ ეს უკვე ინსულტის პრობლემაა.
კიდევ ერთი საშუალება რითიც ინსულტს დაადგენთ: დაზარალებულის ენას დააკვირდით, თუ არასწორი ფორმისაა, ან გვერდზე უვარდება ეს უკვე ინსულტის ნიშანია.
შესაძლებელია თუ არა ინსულტის მკურნალობა?
თრომბოლიზისი, იშემიური ინსულტის მკურნალობის თანამედროვე მეთოდია,რომლის საშუალებითაც შესაძლებელია სისხლძარღვებში არსებული თრომბების დაშლა, სისხლის მიმოქცევის აღდგენა და ტვინის ქსოვილის დაზიანების თავიდან აცილება.თრომბოლიზისი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების პროცედურაა და ინტრავენურ ინექციას - თრომბოლიზური მედიკამენტის გადასხმას გულისხმობს,რომლის საშუალებით ხდება არტერიებში წარმოქმნილი იშემიური ინსულტის გამომწვევი სისხლის კოლტების დაშლა.
ინსულტის დიაგნოსტირება და მკურნალობა ინსულტის სპეციალიზირებულ ცენტრში უფრო ეფექტურია, ვიდრე ზოგად თერაპიულ განყოფილებაში. ინსულტის ცენტრში პაციენტს მკურნალობს მულტიპროფილური და სპეციალური ცოდნის მქონე გუნდი -ნევროლოგი,კარდიოლოგი,ფიზიოთერაპევტი,ერგოთერაპევტი და ლოგოპედი.
ინსულტის ცენტრში პაციენტის სწრაფად გადაყვანის შემთხვევაში შესაძლებელია დროული მკურნალობის ჩატრება, რაც ამცირებს ტვინის ქსოვილის მნიშვნელოვანი დაზიანების და უნარშეზღუდულობის რისკს. სამკურნალო პროცედურის (თრომბოლიზისის) ჩატარება საჭიროა პირველი 3 საათის განმავლობაში.
folktips.org არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.
ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას.
folktips.org დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.
folktips.org-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.