ყავის მარცვლების გამოყენების 10 შესანიშნავი იდეა! ის ცელულიტსაც შველის…
ყავა ყველაზე გავრცელებული სასმელია მსოფლიოში! გინახავთ ვინმე, ვისაც ყავა არ უყვარდეს? მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც თხევადი სასმლის ნაცვლად ყავის მარცვლები უფრო აინტერესებთ. აი რაში შეგიძლიათ გამოიყენოთ ისინი!
1) ცელულიტის კრემი
თუ დაკვირვებიხართ, იმ პროდუქტებს, რომლებიც ცელულიტის საწინააღმდეგოა, აუცილებელი შემადგენელი ნაწილი კოფეინი აქვთ. სახლში მსგავსი პროდუქტის დამზადება შეგიძლიათ!
2) თმის ენერჯაიზერი
სანამ თმას შამპუნით დაიბანთ, ყავის მარცვლები შეიზილეთ. შემდეგ ჩვეულებრივ ჩამოიბანეთ. თმა გახდება მბზინავი და აბრეშუმის მაგვარი.
3) თვალის ქვემოთ ჩაშავებული ადგილის გაფერმკრთალება
აურიეთ ყავის მარცვლები და ზეითუნის ზეთი და თვალის ქვემოთ შეიზილეთ.
4) გრილის გადამრჩენელი
გრილის გაწმენდა საკმაოდ რთული საქმეა, მაგრამ ყავის მარცვლები არ დაგაღალატებენ! დააყარეთ ისინი ღრუბელს და გრილს გაუსვით. თბილი წყალი გადაავლეთ.
5) უსიამოვნო სუნს ანეიტრალებს.
მაცივრები ხშირად სხვადასხვა საჭმლის სუნით არის “დამძიმებული”. ყავის მარცვლებით სავსე ერთი ჭიქა შედგით მაცივარში. ის სუნს გაანეიტრალებს.
6) ნატურალური გამწმენდი
ყავის მარცვლები ქიმიკატების შემცველი გამწმენდების ალტერნატიული ვარიანტია. მათი საშუალებით შეგიძლიათ გაწმინდოთ ქვაბი, ტაფა და ასე შემდეგ.
7) გამანოყიერებელი
ყავის მარცვლები ეფექტური გამანოყიერებლები არიან, რადგან ისინი სავსე არიან ისეთი ნივთიერებებით, როგორებიცაა: აზოტი და კალიუმი.
8) რწყილების მომშორებელი
თუ თქვენს ძაღლს რწყილები ჰყავს, დასველებული ყავის მარცვლები ბეწვზე შეაზილეთ.
9) კრაზანების რეპელანტი
თუ თქვენ სახლში კრაზანების პრობლემა გაქვთ, ყავის მარცვლები დაგეხმარებათ. ჩააწყვეთ ისინი ქილაში და დაწვით. მის სუნზე კრაზანები მოშორდებიან.
10) ბაღის სიმშვიდის შემნარჩუნებელი
თუ თქვენს ბაღში უამრავი ჭიანჭველა, ლოკოკინა ბინადრობს, ყავის მარცვლები მიწას მოაყარეთ. ძლიერი სუნი მათ განდევნის.
Folktips.org არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.