ფრთხილად იყავი ! მეგობარმა ეს შეცდომა დაუშვა. ახლა ის სკალპის სოკოს მკურნალობს!
საღამოს სამსახურიდან ბრუნდები, საოჯახო საქმეებს აკეთებ და ძილის წინ შხაპის იღებ. რა თქმა უნდა, მშვიდი ძილის გარდა სხვაზე აღარ ფიქრობ და რათქმაუნდა ხდება ხოლმე , რომ სველი თმით იძნებთ.
ეს ძალიან დიდი შეცდომაა. ჩვენ გეტყვით, რატომ კრძალავს ბევრი ტრიქოლოგი სველი თავით დაძინებას.
სველი თავი
თავის ტკივილი
ძილის დროს სხეულის ტემპერატურა იმატებს. სხეული თბება, სველი თმა კი, პირიქით, აგრილებს თავს, რაც თავის ტკივილს იწვევს. განსაკუთრებით იჩენს თავს, თუ თავზე პირსახოცით გძინავთ. თუ სახლი არ არის ძალიან თბილი ან ფანჯარა ღიაა, მაშინ დიდია გაციების ალბათობა.
ინფექციები
საიდუმლო არ არის, რომ ბალიშზე სხვადასხვა ჭუჭყი და ბაქტერია გროვდება, რადგან ის შთანთქავს ოფლს, კანის მკვდარ უჯრედებს და ა.შ. სველი თმა ატენიანებს ბალიშს, რითაც ქმნის იდეალურ პირობებს სხვადასხვა ინფექციების განვითარებისთვის, რომლებიც მოგვიანებით გამოჩნდება კანზე ან ალერგიის სახით.
სიმშრალე და მტვრევადი თმა
როდესაც სველია, თმა უფრო მეტად ირევა და მათზე მიკრონაკეცები წარმოიქმნება. მომავალში ეს იწვევს თმის მტვრევადობას და რა თქმა უნდა, დილით მოგიწევთ დიდი ძალისხმევა და ნერვების დახარჯვა თმის დასავარცხნად.
ქერტლი
თუ ქერტლისადმი მიდრეკილება გაქვთ, მაშინ სველი თმით ძილი პრობლემას გაამწვავებს. გარდა ამისა, გამოჩნდება უსიამოვნო გაღიზიანება და ქავილი.
თავისუფლად გაიმშრალეთ თმა ძილის წინ. თუ ფენი სწორად იყენებთ, მაშინ ეს დიდ ზიანს არ მიაყენებს, ხოლო თუ მაინც მისი მოწინააღმდეგე ხართ, უბრალოდ დაიბანეთ თმა ჩვეულებრივზე ადრე, რათა თმას დრო ჰქონდეს ბუნებრივად გაშრობას.
თქვენი თმის სილამაზე დამოკიდებულია თქვენს ძალისხმევაზე. გაუზიარეთ სასარგებლო ინფორმაცია თქვენს მეგობრებს სოციალურ ქსელებში.