ღვიძლის გაწმენდა სახლის პირობებში შესაძლებელია პიტნა-ლიმონის სასმელის მარტივი რეცეპტის წყალობით!

თუ ღვიძლი გადატვირთულია ან კარგად არ მუშაობს, ამას მაშინვე ვგრძნობთ.

სისუსტე, ენერგიის ნაკლებობა, თავბრუსხვევა, გულისრევა, ტკივილი მარჯვენა ჰიპოქონდრიუმში, საჭმლის მომნელებელი პრობლემები და კანის გამონაყარი – ეს ყველაფერი იმის ნიშანია, რომ ღვიძლს უჭირს.

ღვიძლის გაწმენდა სახლის პირობებში შესაძლებელია პიტნა-ლიმონის სასმელის მარტივი რეცეპტის წყალობით! აბსოლუტურად უსაფრთხო საშუალება, რომელიც დაუყოვნებლივ აუმჯობესებს ორგანიზმის მდგომარეობას, ეხმარება ღვიძლიდან ტოქსინების ამოღებას. გარდა ამისა, სასმელს აქვს დელიკატური არომატი და გამაგრილებელი გემო!

ინგრედიენტები:

  • ერთი მუჭა ახალი პიტნის ფოთოლი (შეგიძლიათ გამოიყენოთ ხმელი პიტნაც)
  • 1 ლიმონის წვენი
  • 1 ფორთოხლის წვენი
  • 1 ლიტრი წყალი
  • 3 ს/კ თაფლი

მომზადების მეთოდი:

  1. ჩაასხით წყალი ღრმა ლითონის თასში და გააცხელეთ გაზქურაზე.
  2. გარეცხილი პიტნის ფოთლები დაუმატეთ წყალს და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 5 წუთის განმავლობაში.
  3. გადმოდგით წყალი ცეცხლიდან და გააგრილეთ ოთახის ტემპერატურამდე.
  4. წყალს დაუმატეთ 1 ლიმონის წვენი, 1 ფორთოხლის წვენი და თაფლი, ყველაფერი კარგად აურიეთ.
  5. სასმელი გადაწურეთ საწურში. წამალი მზად არის გამოსაყენებლად!
  6. ეს გემრიელი სასმელი ეხმარება ნებისმიერ მოწამვლას, კარგად მოქმედებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე. მშვენივრად კლავს წყურვილს სიცხეში! საკმარისია დღეში 1 ჭიქა ასეთი პიტნის სასმელის მიღება, რათა ღვიძლში გამწმენდი პროცესები დაიწყოს.

აუცილებლად უთხარით მეგობრებს ღვიძლის გამწმენდი სასმელის შესახებ, გაუფრთხილდით მათ ჯანმრთელობას!

თაფლის ფიზიკური თვისებები

თაფლის ფერი დამოკიდებულია ყვავილების ნექტარში არსებულ, საღებავ ნივთიერებებზე და შესაძლოა იყოს ბაცი მოთეთრო-მოყვითალოდან მუქ ოქროსფერ ან ყავისფრამდე. დროთა განმავლობაში,თაფლის დაკრისტალების გამო, მისი ფერიც იცვლება და უფრო ბაცი ხდება.

სხვადასხვა ყვავილების თაფლი გამოირჩევა თავისებური გემოთი, რომელიც დამოკიდებულია იმ ყვავილების არომატზე, რომლებიდანაც ფუტკრებმა მოაგროვეს ნექტარი.

თაფლის სუნი (არომატი) ყვავილების სურნელზეა დამოკიდებული და შესაძლოა ოდნავ შესამჩნევი, ნაზიდან საკმაოდ მკვეთრ სურნელამდე იყოს. თუმცა შემაწუხებელი, მძაფრი არომატი ხშირად ხელოვნური თაფლისარომატიზატორებითაა გამოწვეული.

თაფლი ადვილად იღებს სუნს ახლო მყოფი ნივთიერებებისაგან, ამიტომ, აუცილებელია მისი შენახვა დახურულ ჭურჭელში, მძაფრი სუნიანი ნივთიერებებისაგან მოშორებით.

Facebook კომენტარები