ამ რეცეპტის მთავარ ინგრედიენტს ფიჭვის წიწვები წარმოადგენს და მას აქტიურად იყენებდნენ ჩვენი დიდი ბებიები- რისთვის? გაიგეთ ამ სტატიიდან
ჰიპერტონიული დავადების შემთხვევაში იმატებს როგორც მინიმალური, ისე მაქსიმალური არტერიული წნევა, რაც კაპილარებთან ახლოს მდებარე არტერიოლებისა და არტერიების ტონუსის მომატებით არის განპირობებული.
დაავადება ნაკლებად გვხვდება იმ პირებში, ვინც ფიზიკური შრომითაა დაკავებული, ვინაიდან ფიზიკური შრომა დაძაბვისა და სტრესისგან გათავისუფლების საუკეთესო საშუალებაა. ჰიპერტონიული დაავადების ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი ქოლესტერინის ჭარბი რაოდენობაა.
უმოძრაობის შემთხვევაში ენერგეტიკული დანახარჯები და საკვები ნივთიერებები შენელებულად იწვის, რის გამოც საკვები ადამიანის ორგანიზმში ცხიმის სახით გროვდება. ირღვევა ქოლესტერინის ცვლა.
როგორ ვებრძოლოთ ჰიპერტონიას საშინაო საშუალებით?
მიჰყევით მარტივ ინსტრუქციას:
- 5 ს.კ. ფიჭვის წიწვები, 2 ს.კ. დაქუცმაცებული ასკილი (ნაყოფი) და 2 ს.კ. ხახვის გამომშრალი და დაფქული კანი ჩაყარეთ ქვაბში.
- დაასხით 1 ლიტრი ცივი წყალი და დადგით დაბალ ცეცხლზე. როდესაც ნარევი წამოდუღდება, ქვაბს დააფარეთ თავსახური და დატოვეთ მინიმალურ ცეცხლზე 10 წუთით.
- მიეცით ნახარშს დრო გასაგრილებლად, შემდეგ კი გადაწურეთ.
- გადაწურული სითხე უნდა გეყოთ 2 დღე. მიირთვით ის მთელი დღის განმავლობაში პატარ-პატარა ყლუპებით. როდესაც ნახარში ამოგეწურებათ, მოამზადეთ ახალი ულუფა.
- მკურნალობის ხანგრძლივობა – 4 თვე. კურსი უნდა ჩაიტაროთ წელიწადში ერთხელ.
წნევასთან დაკავშირებული პრობლემები დღესდღეობით ჩემთვის სრულიად უცხოა, რისთვისაც ამ საშუალებას ვემადლიერები.
აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ თვითმკურნალობა შეიძლება სახიფათო აღმოჩნდეს თქვენი ჯანმრთელობისთვის. ნებისმიერი ხალხური საშუალების მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ოჯახის ექიმთან.
Folktips.org არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.
ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Folktips.org დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.