ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო გზა სახლის პირობებში იმუნური სისტემის გასაძლიერებლად.

ყველა ორგანოსა და სისტემის მუშაობა დამოკიდებულია ჩვენს იმუნიტეტზე. როდესაც ადამიანი ავადდება, იკვებება, მუდმივად ექვემდებარება სტრესს ან ცხოვრობს არახელსაყრელ პირობებში, ორგანიზმის დამცავი ფუნქცია მცირდება და მის აღდგენას დიდი დრო სჭირდება.

თუ გსურთ იმუნიტეტის გაძლიერება უმოკლეს დროში – სცადეთ ეს მეთოდი! შეიძლება არ იყოს ყველაზე სასიამოვნო, მაგრამ ეფექტურია!

ყინულის აბაზანა

ჩაასხით ცივი წყალი თასში და დაამატეთ რამდენიმე ყინულის კუბიკი.

წყალი უნდა იყოს იმდენი, რომ ტერფამდე მიაღწიოს.

ჩადეთ ორივე ფეხი თასში 10-15 წამის განმავლობაში.

თუ ფიქრობთ, რომ ეს დრო მარადისობად მოგეჩვენებათ, გადაიტანეთ გონება ტელევიზორის ან საყვარელი მუსიკის ჩართვით.

15 წამის შემდეგ გაიმშრალეთ ფეხები, ჩაიცვით თბილი შალის წინდები და დაიძინეთ.

როგორც კი თბილად იგრძნობთ თავს, შეგიძლიათ გაიხდოთ წინდები.

ცივი ფეხის აბაზანას თავის პაციენტებს ურჩევს სამედიცინო მეცნიერებათა დოქტორი, კინეზოთერაპიის ფუძემდებელი სერგეი ბუბნოვსკი.

ამ გზით იმუნური სისტემის გასაძლიერებლად საკმარისია ეს პროცედურა ყოველ დღე ძილის წინ გაიმეოროთ. გაციების ან გრიპის დროს აბაზანის მიღება შესაძლებელია ყოველ 4 საათში ერთხელ. არ იფიქროთ, რომ თქვენი მდგომარეობა გაუარესდება, პირიქით, იმუნური სისტემა მკვეთრად რეაგირებს ასეთ სტრესზე და შეძლებს უფრო სწრაფად გაუმკლავდეს დაავადებას.

გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი მკურნალობის დაწყებამდე უნდა გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან. ფეხის ცივი აბაზანები შესანიშნავი საშუალებაა თქვენი სხეულის ტონუსში მოსაყვანად!

თუ თქვენი მეგობრების ჯანმრთელობა ძვირფასია თქვენთვის, აუცილებლად უთხარით, როგორ გააძლიერონ იმუნიტეტი წამლების გარეშე!

კვება

იმუნიტეტის გაუმჯობესების გზაზე უმთავრეს როლს თქვენი რაციონი ასრულებს. შეეცადეთ მიიღოთ მეტი ჯანსაღი საკვები, ისეთი როგორიცაა ხილი, ბოსტნეული, თხილეული, თესლეული. პროდუქტი, რომელიც ანტიოქსიდანტებითაა მდიდარი და მავნე პათოლოგიებთან ბრძოლა შეუძლია.

მცენარეული საკვების ბოჭკო კვებავს ნაწლავის მიკრობიომს, ჯანმრთელ ბაქტერიებს და ჩვენი იმუნიტეტი ამ გზითაც ძლიერდება.

მნიშვნელოვანია C ვიტამინით მდიდარი საკვების მირთმევა, ასეთს კი ამ სეზონზე მრავლად შეხვდებით – ლიმონი, ფორთოხალი, ლაიმი, მანდარინი და გრეიფრუტი. დღის განმავლობაში ერთი გრეიფრუტის მიღებაც კი იმუნურ სისტემას აძლიერებს და ვირუსებს ორგანიზმის დასუსტების საშუალებას არ აძლევს.

Facebook კომენტარები