როგორ დავამარცხოთ ზაფხულის საშინელი სიცხე? ამაში ეს პრაქტიკული რჩევები გამოგადგებათ!

მიუხედავად იმისა, რომ ზაფხული ყველას უყვარს და ეს მართლაც გართობისა და დასვენების დროა, ნუ დავივიწყებთ ისეთ უსიამოვნო ფაქტებსაც, როგორიცაა სიცხე და ოფლიანობა.

გთავაზობთ საინტერესო რჩევებს, რომლის გათვალისწინების შემთვევაში შეინარჩუნებთ სიგრილეს და დაამარცხებთ სიცხისგან გამოწვეულ პრობლემებს.


1. ჩაანაცვლეთ ტონალური ფუძე დამატენიანებლით!

მაკიაჟი სიცხეში ,,დნება“ და ვიზუალურად ცუდად გამოიყურება, გამოიყენეთ მის მაგივრად დამატენიანებელი კრემი ან BB კრემი.


2.გამოიყენეთ დეოდორანტი!

მისი გამოყენება შეგიძლიათ არა მხოლოდ იღლიების არეში, არამედ სხვა ადგილებზეც.


3.ბიკინის არეში გაღიზიანებას მოგიხსნით გვირილის ჩაის პაკეტი

შედეთ გამოყენებული ჩაის პაკეტი საყინულეში 20 წუთით და დაიდეთ ის გაღიზიანებულ არეზე.

4.მოიშორეთ სიპრიალე მაგნეზიის რძის დახმარებით
ზაფხულში კანიდან სითხე აქტიურად გამოიყოფა, შესაბამისად სახე პრიალებს, ამ პრობლემას მოაგვარებთ მაგნეზიის რძის დამხარებით.

5.გამოიყენეთ პუდრი მთლიან სხეულზე!
საბავშო ტალკი/პუდრი იდეალურია ოფლიანი ადგილებისთვის, მისი გამოყენება შეგიძლიათ ნებისმიერ არეზე!


6.შეისწორეთ რუჯი სოდის დახმარებით

ავტო-რუჯი მზის სხივების შესანიშნავი ალტერნატიული საშუალებაა, თუმცა ხშირად ის სხეულზე არათანაბრად ჯდება, სოდისა და წლის კომბინაციით დაამზადეთ ფაფისებური მასა და გაითანაბრეთ რუჯი სხეულზე.

7.მშრალი შამპუნი ცხიმიანი თმისთვის
ზაფხულის ცხელ დღეებში ცხიმიანი თმა კიდევ უფრო სწრაფი ტემპით ცხიმიანდება, გამოიყენეთ მშრალი შამპუნი მის მოსაშორებლად.

8. დაიცავით თმა ქლორისგან ზეითუნის ზეთის დახმარებით
ქლორი ძალიან აზიანებს თმას. აუზში ჩასვლის წინ შეიზილეთ თმაზე ზეითუნის ან ქოქოსის ზეთი.

9.მოაშორეთ ტანსაცმელს ოფლის ლაქები ლიმონის დახმარებით
დალაქავებულ ადგილს დაასხით ლიმონის წვენი და პრობლემაც მარტივად მოგვარდება!

 

Facebook კომენტარები