ეპილეფსია

ეპილეფსია ქრონიკული ნევროლოგიური დაავადებაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია უმიზეზოდ აღმოცენებული და განმეორებადი გულყრა, შეტევა.

ის შეიძლება განუვითარდეს ნებისმიერი ასაკისა და სქესის ადამიანს.

ეპილეფსიას საფუძვლად უდევს თავის ტვინის ნერვულ უჯრედებში ანომალიური და მაღალი ელექტრონული აქტივობა.

ის გვევლინება გულყრის სახით, რომელიც შეიძლება იყოს კრუნჩხვითი ან/და არაკრუნჩხვითი.კრუნჩხვითი გულყრა შეიძლება იყოს ეპილეფსიური ან არაეპილეფსიური.

არაეპილეფსიური გულყრის გამომწვევი მიზეზებია:

იაფი ავიაბილეთები avia.ge

  • კარდიოლოგიური დაავადებები
  • ფსიქო -ემოციური მდგომარეობა
  • სტრესი
  • ალკოჰოლი                                                                                                                     როგორც წესი ერთჯერადი გულყრა თვითონვე წყდება ყოველგვარი ჩარევის და მედიკამენტების გარეშე. იშვიათად გულყრები მეორდება ზედიზედ სერიულად.

ძირითადად, გულყრის ორი ტიპი არსებობს: ფოკალური და გენერალიზებული.

ფოკალურ შეტევას ახასიათებს

  1. გემოს
  2. სუნის ცვლილება
  3. თავბრუსხვევა
  4. დაბუჟება, ერთი ან რამოდენიმე კიდურის კრუნჩხვითი განმუხტვა.

ფოკალური შეტევის დროს პაციენტის ცნობიერება შესაძლოა იყოს ნათელი და პაციენტს შეტევა ახსოვდეს სრულად ან შესაძლოა ცნობიერება და აღქმის უნარი შეიცვალოს, თუმცა გონების კარგვა არ ვითარდება.

გენერალიზებული შეტევა ახასიათებს მთელი სხეულის, ყველა კიდურის კრუნჩხვები ანუ გენერალიზებული კრუნჩხვები. ამ ტიპის გულყრას შესაძლოა წინ უძღოდეს

  • დაძაბულობა
  • გაღიზიანება
  • მადის დაქვეითება და უცნაური ქცევა.

საწყის ეტაპზე პაციენტმა შესაძლოა იყვიროს ან გამოსცეს ხროტინის ხმა. პაციენტი კარგავს გონებას, სხეული ეჭიმება, უძნელდება სუნთქვა, ფითრდება ან სახეს გადაკრავს მოლურჯო-მოშავო ფერი, ეკრუნჩხება ხელები, ფეხები ან მთელი სხეული, უფართოვდება თვალის გუგები, არტერიული წნევა იმატებს, ოფლიანობს, პირიდან მოსდის ნერწყვი დუჟის სახით. ხშირია უნებლიე შარდვაც.

ექიმის რეკომენდაცია

ეპილეფსიის დროულად მკურნალობა იშვიათს ხდის ან აქრობს გულყრის შეტევებს. მნიშვნელოვანია, ექიმის მითითებებისა და მკურნალობის კურსის ზედმიწევნით დაცვა. სპეციალისტები გირჩევენ, რომ გამოიძინოთ კარგად, მოერიდოთ მკვეთრ სინათლეს, მზეზე დიდხანს დაყოვნებას, ალკოჰოლს, სტრესსა და უარყოფით ემოციებს. სიფრთხილე გმართებს მაღალი რისკის ისეთი აქტივობების დროს, როგორიცაა საჭის მართვა, ცურვა, სიმაღლეზე მუშაობა. ასეთი აქტივობების შესახებ უმჯობესია დაეკითხოთ ექიმს, დასაშვებია თუ არა ეს აქტივობები კონკრეტული პაციენტის შემთხვევაში.

როგორ გავუწიოთ პირველადი დახმარება ეპილეფსიის სტატუსის მქონე ადამიანს?

პაციენტი დავაწვინოთ მარჯვენა გვერდზე. თავქვეშ დაუდეთ რბილი ქსოვილი თავის ტრავმის ასაცილებლად. მოვხსნათ ყველაფერი რაც სუნთქვაში ხელს უშლის (საყელო, ჰალსტუხი, კაშნე, ქამარი...) დაუშვებელია ავადმყოფის ძალისმიერი ფიქსაცია კრუნჩხვის შეკავების მიზნით, ასევე ე. წ. „ენის დაჭერა“ და პირის გაღების მცდელობა - ამან შეიძლება დამატებითი ტრავმა, სახსრების დაზიანება, ამოვარდნა ან მოტეხილობა, კბილებისა და პირის ღრუს ლორწოვანი გარსების დაზიანება გამოიწვიოს. გახსოვდეთ, რომ მართალია, კრუნჩხვა ძალიან დრამატული სანახავია, მაგრამ იგი თავისით დასრულდება. 

აუცილებლად სანახავი:მიირთვით თაფლი ყოველ დღე და თქვენს სხეულში მოხდება ეს 8 ცვლილება

 

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია