ხერხემლის პრობლემები უამრავ ადამიანს აწუხებს, ზურგის გასწორება აუცილებელია იმისათვის, რომ სხეული გამართულად ფუნქციონირებდეს დღის განმავლობაში. გთავაზობთ აქტივობას,რომელიც დაგეხმარებათ გასწორებაში,სცადეთ და იზრუნეთ საკუთარ სხეულზე!
დაწექით ჰორიზონტალურ,მყარ ზედაპირზე სახით იატაკისკენ,დააწყვეთ ხელები სხეულის გასწვრივ და შეატყუპეთ ფეხებიც.
გაჭიმეთ ზურგი და აწიეთ თავი ზემოთ, გაჩერდით რამდენიმე წამი და დაბრუნდით საწყის პოზიციაზე.
გაიმეორეთ 10 ჯერ.
შეასრულეთ ეს აქტივობა კვირაში 3-ჯერ, შედეგად კი გაგიძლიერდებათ მუცლის კუნთებიც და გაგიუმჯობესდებათ ხერხემლის მდგომარეობაც.
ხერხემალი სხეულის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია.ის დაზიანებისგან იცავს ზურგის ტვინს,უზრუნველყოფს დგომასა და მოძრაობას. ხერხემალი მალებისა და მალათაშორისი დისკოებისგან შედგება.
პირობითად მას ხუთ ნაწილად ყოფენ: კისრის შვიდმალიან, გულმკერდის თორმეტმალიან, წელის ხუთმალიან, გავისა და კუდუსუნის ნაწილებად. ხერხემლის სტრუქტურის შეცვლას, მალებისა და მათ ირგვლივ მდებარე ქსოვილების დაზიანებას ბევრი რამ იწვევს, მათ შორის:ინფექციები,ტრავმები,მაანკილოზებელი სპონდილიტი,სკოლიოზი,ასაკთან დაკავშირებული პრობლემები:ხერხემლის სტენოზი და დისკოს თიაქარი.
დაზიანებული, დეფორმირებული ხერხემლის ძვლოვანი ელემენტები შესაძლოა ზურგის ტვინს ან მისგან გამომავალ ნერვებს მიაწვეს. ეს ნერვები მგრძნობიარე და მომოძრავებელი ტოტებისგან შედგება, ამიტომ მათი მიჭყლეტისას თავს იჩენს ტკივილი,ზოგჯერ კი მოძრაობაც იზღუდება.ხერხემლის პრობლემები უამრავ ადამიანს აწუხებს,ზურგის გასწორება აუცილებელია იმისათვის,რომ სხეული გამართულად ფუნქციონირებდეს დღის განმავლობაში. გთავაზობთ აქტივობას, რომელიც დაგეხმარებათ გასწორებაში, სცადეთ და იზრუნეთ საკუთარ სხეულზე!
folktips.org არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა,გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში,სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.
ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას.
folktips.org დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.
folktips.org-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.