დეკორატიული კოსმეტიკის მომხმარებელი ქალბატონების უმრავლესობა მუდმივად იცავს გარკვეულ წესებსა და სტანდარტებს თუმცა, ასეთი წესების უმრავლესობა უკვე დიდი ხნის წინ შეგვეძლო მშვიდად დაგვერღვია და დაგვევიწყებინა.

პომადა და ტუჩის კონტური აუცილებლად უნდა შეესაბამებოდეს ერთმანეთს

ბევრი ლამაზმანი დღეს ფიქრობს, რომ ეს წესი ცოტა მოძველებულია და სრულიად მშვიდად შეგვიძლია პომადის წასმის შემდეგ ტუჩის კონტური განსხვავებული ფერის კოსმეტიკური საშუალებით შემოვივლოთ.მაკიაჟის საფუძვლის შეფერილობა უნდა შეესაბამებოდეს წლის სეზონს.

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

დღეს არსებობს სოლარიუმები და კიდევ უამრავი საშუალება კანისთვის მოოქროსფრო შეფერილობის მისანიჭებლად, ამიტომაც ქალბატონებს ზამთარშიც კი შეუძლიათ ნამზეური ჰქონდეთ ყოველგვარი დეკორატიული კოსმეტიკის გამოყენების გარეშე.ამიტომაც მაკიაჟის საფუძვლის ფერის ცვლა აზრს კარგავს, უბრალოდ ფორმულას გადახედეთ: ზაფხულში გამოიყენეთ მქრქალი ფერის საფუძველი, რომელიც უბრალოდ კანს დაიცავს, ზამთარში კი უფრო დამარბილებელ ფორმულაზე გააკეთეთ აქცენტი, რაც კანს ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებისა და ცივი ქარის ზემოქმედებას აარიდებს.

უარი სკრაბებს

სკრაბის გამოყენება კანის ზედაპირის მოსასუფთავებლად აბსოლუტურად ყველა ქალს შეუძლია, გამონაკლისი მხოლოდ ჰიპერ-მგრძნობიარე კანის მქონენი არიან და ყველაზე მნიშვნელოვანი: სკრაბი კოსმეტოლოგიაში შეუცვლელი ნივთიერებაა, რადგან ის კანს მკვდარ უჯრედებს აცილებს, რომელთა დიდი ოდენობაც საბოლოოდ კანის სიმშრალეს,უხეშობას, უთანაბრობასა და უფერულებას იწვევს. ამ ფონზე ფერისმჭამელებიც კი შეიძლება გაჩნდეს.

პირის დღეში ორჯერ დაბანა

მშრალი ან მგრძნობიარე კანისთვის უმჯობესია, თუ პირს მხოლოდ დღეში ერთხელ დაიბანთ. ამით სახის კანს ზედმეტი სიმშრალისა თუ გაღიზიანებისგან დაიცავთ.ბუნებრივი ტენიანობის შესანარჩუნებლად ძილის წინ თბილი წყლით უნდა დაიბანოთ სახე, დილას კი უბრალოდ ცივი წყალი შეისხათ. თუ კანი ცხიმიანია, დღეში პირის დაბანა საჭიროა არანაკლებ სამჯერ.

პუდრ-ბრონზატორი გამოიყენეთ მხოლოდ ზაფხულში

პუდრ-ბრონზატორის გამოყენება წლის ნებისმიერ დროს შეიძლება. პუდრის შეძენისას არჩევანი შეაჩერეთ ამ დეკორატიული კოსმეტიკის იმ ფერზე, რომელიც თქვენი კანის ნატურალურ შეფერილობაზე ოდნავ მუქია. წაისვით პუდრ-ბრონზადორი სახის კანის იმ მონაკვეთებზე, რომლებიც მზის სხივების აქტიური ზემოქმედების ქვეშ ხვდება შუბლი,ცხვირი, ნიკაპი და ლოყები. პუდრის მოოქროსფრო ჩრდილის ბალანსირებისთვის ლოყებზე ოდნავ მოვარდისფრო ტონის გადასმაც შეიძლება.ასე რომ, დაარღვიეთ კოსმეტიკის მოძველებული წესები და იყავით ლამაზი.

აუცილებლად სანახავი:ტიბეტური ელექსირი საუკეთესო გამაახალგაზრდავებელი საშუალება

Facebook კომენტარები