სურდო ბუნებრივი ვირუსია, რომელიც ნებისმიერ ადამიანს, ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე ემართება. ორგანიზმი ამ გზით გვატყობინებს,რომ დასვენება გვჭირდება და რომ ის ვიტამინების ნაკლებობას განიცდის. პირველი სიმპტომების შემჩნევისთანავე, უნდა მიიღოთ წამლები და სათანადოდ დაისვენოთ,რათა სურდომ გართულებული ფორმები არ მიიღოს.
არსებობს მრავალი ნაცადი საშუალება,რომელიც გაციების დროს,ძალიან აქტიურად გამოიყენება. ისინი აგარიდებთ ფულის ხარჯვას ძვირადღირებულ აბებში.
მოერიდეთ იმ ადამიანებთან კონტაქტს,რომელთაც სურდო აქვთ
იმ ადამიანთან ერთად ერთ ოთახში ყოფნა, რომელსაც გრიპის ვირუსი აქვს, ნიშნავს იმას, რომ თქვენც ავტომატურად შეგეყრებათ სურდო. როდესაც ის აცემინებს, მიკრობები თქვენს ორგანიზმში ხვდებიან, შემდეგ, გეწყებათ სისუსტე, ხველა და ყველა ის სიმპტომი, რომელიც გაციებას ახლავს თან.
რეგულარულად დაისვენეთ
თუ ორგანიზმს შესაფერისი დასვენების საშუალებას არ აძლევთ,გაციების მეტი შანსი გაქვთ.ამისათვის, დღე-ღამის განმავლობაში,რვა საათი მაინც უნდა გეძინოთ. ადამიანის ორგანიზმს მხოლოდ ასე შეუძლია ნორმალურად ფუნქციონირება და მუშაობა. საკმარისი ძილი,გვაშორებს სტრესს,ვირუსებსა და დაავადებებს.
რეგულარულად დაიბანეთ ხელები
ჩვენი ხელები ატარებს უამრავ მტვერსა და ჭუჭყს. თუ ხელებს რეგულარულად არ დავიბანთ,გაციების შანსი კიდევ უფრო იზრდება,რადგან მიკრობები ხვდება ჩვენს სახეზე,ტუჩებზე,ცხვირზე,თვალებზე და ა.შ.
სახლში მომზადებული მარილიანი წყალი
ცნობილი ფაქტია, რომ მარილიანი წყლის ცხვირში ჩაწვეთება ხსნის ცხვირისმიერ სეკრეტებს და გამოდევნის ზედმეტ ლორწოს.250მლ თბილ წყალში გახსენით ¼ ჩ/კ მარილი და ¼ ჩ/კ სოდა.ძილის წინ,ნარევი ცხვირში ჩაიწვეთეთ.
ისუნთქეთ ორთქლი
სააბაზანოში მოუშვით ცხელი წყალი. მას შემდეგ, რაც ორთქლი დაგროვდება, ისუნთქეთ ის ცხვირით. ამით გრიპის ვირუსის გადადების ნაკლები შანსი გექნებათ.
ყოველთვის გქონდეთ თუთიის შემცველი ვიტამინები
თუთიის შემცველი ვიტამინების მიღება, დააჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს. სიმპტომების გაჩენიდან 24 საათის განმავლობაში,უნდა მიიღოთ თუთიის შემცველი ვიტამინები.
ყოველთვის იქონიეთ C ვიტამინი
ცნობილია, რომ C ვიტამინი გამოიმუშავებს კოლაგენს, რომელიც კურნავს ჭრილობებს, კანსა და სისხლ-ძარღვებს. ამ ვიტამინის მიღება შეამცირებს ავადმყოფობის ხანგრძლივობას.
მიირთვით ქათმის ბულიონი
ცხელი ბულიონი ორგანიზმს გაუწყლოებისაგან დაიცავს, რომელიც გაციებას ყოველთვის თან ახლავს.
ცხელი სასმელი
ეს ნაცადი კოქტეილია მხოლოდ მოზრდილთათვის, რადგან შედგება ჩაისგან, ლიმონისგან, ვისკისგან და კონიაკისგან. ასევე, შეიცავს თაფლს,ომელიც ამშვიდებს ყელს და კლავს ბაქტერიებს. ლიმონი კი კარგი ანტიოქსიდია. ცხელი სასმელი ათავისუფლებს ცხვირს და მოგგვრით მშვიდ ძილს. დღეში, მხოლოდ ერთი ფინჯანი კოქტეილი უნდა მიიღოთ. მისმა ზედმეტმა რაოდენობამ, ალკოჰოლის შემცველობის გამო,შესაძლოა,ორგანიზმის გაუწყლოება გამოიწვიოს.