თუ თქვენ ეძებთ გამოსავალს თქვენს ორგანიზმში არსებულ უამრავ პრობლემაზე,როგორიცაა ინფექციები, გაციება ან თუნდაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და გსურთ შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა კარგ მდგომარეობაში, ამ სამი ძლიერი ინგრედიენტით უნდა მოამზადოთ ჯადოსნური ნარევი!

ის აუცილებლად მოგიგვარებთ ჯანმრთელობის პრობლემებს.

ამ სუპერ საკვების კომბინაცია დაგეხმარებათ მიიღოთ დამატებითი სარგებელი, ვიდრე მათ მარტო იღებთ.

ეს არის ძველი გერმანული რეცეპტი, რომელიც გააუმჯობესებს თქვენს ჯანმრთელობას.

დაგჭირდებათ მხოლოდ სამი ინგრედიენტი: ნიორი, ლიმონი და ჯანჯაფილი!

ნიორს აქვს ძლიერი ანტისეპტიკური, ანტივირუსული და ანტიბაქტერიული თვისებები.იგი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ჯანსაღ ბოსტნეულად მსოფლიოში. ალიცინი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაერთია და ნივრის სასარგებლო თვისებები ძირითადად სწორედ ამ ნაერთს უკავშირდება. ნიორი ასევე შეიცავს: მანგანუმს, ვიტამინ C-ს, ვიტამინ B6-ს და ბოჭკოს.

ჯანჯაფილს აქვს ანთების საწინააღმდეგო ნაერთები, როგორიცაა: ჯანჯაფილები, ბეტა-კაროტინი, კაპსაიცინი, კოფეინის მჟავა, კურკუმინი და სალიცილატი. ძალიან სასარგებლოა ანთების, სხვადასხვა დაავადების, ტკივილის, ასევე საჭმლის მომნელებელი პრობლემების დროს.

ლიმონი C ვიტამინის მდიდარი წყაროა. მას აქვს ტუტე მოქმედება ჩვენს ორგანიზმზე,აძლიერებს იმუნურ სისტემას, ახდენს pH-ის ნორმალიზებას და გვიცავს დაავადებისგან.

ჯადოსნური რეცეპტი.

2 ლიტრი წყალი.4 გაუფრცქვნელი ლიმონი.4 კბილი ნიორი.4 სმ ჯანჯაფილის ფესვი.

მომზადების წესი:

ჯერ კარგად გარეცხეთ ლიმონები და დაჭერით კუბებად. შემდეგ გააცალეთ ნივრის კბილი და გააცალეთ ჯანჯაფილის ფესვი.

ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ბლენდერში და კარგად აურიეთ სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.

მიღებული მასა ჩადეთ ქვაბში და გააცხელეთ. შემდეგ დაამატეთ წყალი. აურიეთ სანამ ნარევი ადუღებას არ დაიწყებს. ნარევი გადმოდგით ცეცხლიდან და გაცივდით.მიღებული მასა გადაწურეთ და შემდეგ ჩაასხით შუშის ბოთლში. შეინახეთ მაცივარში.

თქვენი ჯადოსნური რეცეპტი მზადაა.

როგორ მიირთვათ ეს ჯადოსნური სასმელი:

დალიეთ ერთი ჭიქა ყოველ დილით უზმოზე. ასევე შეგიძლიათ მიირთვათ დაძინებამდე ორი საათით ადრე, ასევე ცარიელ კუჭზე.

თუ ფიქრობთ, რომ ნივრის თავისებური სუნის გამო ვერ გამოიყენებთ, არ ინერვიულოთ,რადგან ლიმონისა და ჯანჯაფილის ძლიერი არომატის წყალობით მის გემოს ვერც კი იგრძნობთ.

ყოველთვის კარგად შეანჯღრიეთ ნარევი დალევის წინ, რადგან კოჭა სავარაუდოდ ბოთლის ძირში დარჩება. ძლიერი და ჯანსაღი ინგრედიენტები ამ რეცეპტს მართლაც ჯადოსნურს ხდის, ამიტომ ისიამოვნეთ და იყავით ჯანმრთელი!

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია