დაიწყეთ ჯანჯაფილის ჩაის დალევა და აღარ დაგჭირდებათ წამლები
ჯანმრთელობის მრავალი პრობლემის უგემრიელესი და მარტივი პრევენცია!
ვისაუბროთ ჯანჯაფილის მთავარ სასარგებლო თვისებებზე:
ხელს უწყობს გაციებისგან გამოჯანმრთელებას.
ის ხსნის თავის ტკივილს, მტკივნეულ შეგრძნებებს კუნთებში და "ტკივილს" სახსრებში.
აძლიერებს იმუნურ სისტემას.
ამცირებს ინსულტის რისკს არტერიების ცხიმოვანი დეპოზიტების გაწმენდით.
აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.
კლავს ჰერპესის ვირუსებს.
ჯანჯაფილის ჩაის რეცეპტი:
ინგრედიენტები:
წყალი - 250 მლ;
დაფქული კოჭა - ¼ ჩაის კოვზი;
კურკუმა - ¼ ჩაის კოვზი;
თაფლი - გემოვნებით.
მომზადების მეთოდი:
ადუღებულ წყალს დაუმატეთ კურკუმა, კარგად აურიეთ და დატოვეთ 10 წუთის განმავლობაში მოსადუღებლად, ამის შემდეგ დაამატეთ ცოტა თაფლი - გემოვნებით.
ასევე შეგიძლიათ ჩააგდოთ ლიმონის ნაჭერი. სასმელი მზად არის!
კოჭა ხალხური მედიცინაში
კოჭას ფხვნილს რომ შევურიოთ ცოტაოდენი რაოდენობით წყალი, მივიღებთ კომპრესს,რომელიც გამოიყენება თავის ტკივილისა და ქრონიკული რევმატიზმის დროს.იმისათვის, რომ ორსულმა ტოქსიკოზს დააღწიოს თავი, საჭიროა ½ ჩაის კოვზი კოჭას ფხვნილი შეურიოთ ერთ ჭიქა ჩაიში ან უბრალო წყალში. სასურველია მიიღოთ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
ასევე ეს რეცეპტი დაეხმარება მათ, ვისაც „ზღვის ავადმყოფობა" აქვს. ის საიმედო საშუალებაა ყელისა და პირის ღრუს დაავადების საპროფილაქტიკოდ. ჩაიდეთ პირში პატარა ნაჭერი და წუწნეთ მანამ, სანამ ყელი არ დაგიწყებთ წიწკვნას. კოჭას პატარა ნაჭერი ასევე დაგეხმარებათ კბილის ტკივილის დროს. ოდნავ გაღეჭეთ და დაიდეთ მტკივან კბილზე.
კარგია ასევე ლიმონთან ერთად ჩაიში ჩაგდებული, დადებითაც მოქმედებს გაციების დროს.
განსაკუთრებით სასარგებლოა კოჭა ქალებისათვის. დადებითად მოქმედებს რეპროდუქციულ სისტემაზე, ეხმარება ორსულებს ტოქსიკოზის დროს: ხსნის ღებინებას,თავბრუსხვევას და სისუსტეს. სწორედ ამიტომ რეკომენდებულია არა მხოლოდ ორსული ქალებისთვის, არამედ ადამიანებისთვის, რომლებსაც აწუხებთ ე.წ. „ზღვის ავადმყოფობა“. მიჩნეულია, რომ კოჭა ეფექტურია სიმსივნის პროფილაქტიკისათვის. ის აფერხებს მის ზრდას. რეკომენდებულია კოჭას პატარა ნაჭრის ჩაღეჭვა ყოველი ჭამის შემდეგ. მისი არომატი მოქმედებს უკეთესად, ვიდრე ნებისმიერი საღეჭი რეზინა და გაგათავისუფლებთ არასასიამოვნო სუნისგან პირის ღრუში.