არ დაიზაროთ, მოემზადეთ! ეს ჩაი მოგიხსნით შეშუპებას.

რამდენად ხშირად გვაწუხებს ზუსტად ეს პრობლემები, მაგრამ გამოდის, რომ მათი აღმოფხვრა ადვილია!

ეს ჩაი არც მატერიალურ და არც ფიზიკურ ხარჯებს არ ღირს, მაგრამ მათი გავლენის შედეგი აუცილებლად გაგაოცებთ.

ამ სასმელების ყველა ინგრედიენტი ბუნებრივი და ხელნაკეთია.

ჩემს ბავშვებს უყვართ ვაშლისა და დარიჩინის ჩაი. ის არა მხოლოდ ძალიან გემრიელია,არამედ საოცრად ჯანსაღი!

დარიჩინის ვაშლის ქერქის ჩაი – სამი ვაშლის კანი ამოიღეთ და დაასხით 1 ლიტრი წყალი. მიიყვანეთ ადუღებამდე და შემდეგ დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი დარიჩინი. სასწაული ჩაი მზად არის!

მეორე ჩაი – ანანასის ჩაი ჯანჯაფილით:

ჭიქაში მოათავსეთ 1/4 ჩაის კოვზი კოჭა და დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ გაციებამდე. ბლენდერის თასში მოათავსეთ ორი ნაჭერი ანანასი და გაციებული ჯანჯაფილის წყალი, აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ჩაი მზად არის!

ეს მარტივი რეცეპტები ერთხელ და სამუდამოდ მოგიგვარებთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემებს და გაგათავისუფლებთ შეშუპებისგან.

როგორ ავარჩიოთ კოჭა?

აარჩიეთ ახალი ჯანჯაფილი, ახალს მაქსიმალური ოდენობით აქვს ჯინჯეროლი და ანტიანთებითი შენაერთი, აქტიური პროტეაზა. არჩევისას ყურადღება მიაქციეთ, რომ კოჭა იყოს მყარი და გლუვი, არ ჰქონდეს ნადები. ჯანჯაფილი იყიდება ორი სახით – ახალგაზრდა და მომწიფებული. აზიის გარდა, ყველა ქვეყანაში გვხვდება მომწიფებული ჯანჯაფილი, რომლის კანიც მაგარია და საჭიროებს გაფცქვნას.

გაუფცქვნელი კოჭა ინახება მაცივარში 3 კვირამდე, საყინულეში კი – 6 თვემდე.
დაფქული ჯანჯაფილი ინახება მშრალ და ცივ ადგილას, კარგად დახურულ შუშის კონტეინერში. მაცივარში შენახული გაძლებს ერთი წელი.

თუ საჭმლის მომზადების დასაწყისში კოჭას დაამატებთ, სადილი უფრო დახვეწილ არომატს შეიძენს, მომზადების ბოლოს დამატებისას კი მკვეთრ გემოს მიიღებს.
რეკომენდებული მაქსიმალური დოზა:

4 გრამი (2 ჩ. კ. დაფქული ან 4 ჩ. კ. გახეხილი);

ორსულთათვის – 1 გრამი დაფქული (1/2 ჩ. კ. დაფქული ან 1 ჩ. კ. გახეხილი);არ არის რეკომენდებული 3 წლამდე ბავშვებისათვის.
საყურადღებოა ჯანჯაფილის მიღება გულთან დაკავშირებული პრობლემების მქონე ადამიანებისათვის და მათთვისაც, ვინც სისხლის გამათხელებელს სვამს.

ჯანჯაფილი (კოჭა, იმბირი) წონის დასაკლებად

„როგორც ვიცით, ვარჯიში ააქტიურებს ორგანიზმს, რომ დაიწვას კალორიები, ჯანჯაფილსაც შეუძლია მსგავსი დამატებითი ეფექტის მიღწევა მეტაბოლიზმის მეტად გასააქტიურებლად. ეს არის არაკალორიული პროდუქტი, რომელსაც იყენებენ როგორც ჩაის სახით, ისე საკვების სანელებლად. მას შეუძლია დახმარება წონის კლების დროს. მართალია, ჯანჯაფილი ვერ შეცვლის დაბალკალორიულ დიეტას, მაგრამ გააძლიერებს ვარჯიშისა და დიეტის ეფექტს“.

Facebook კომენტარები