Turebi iafad Flekosteli

სასმელები ორგანიზმის ტოქსინების გასაწმენდა

ჰიდრომელი. მზადდება უბრალოდ: ჭიქა თბილი (40o-მდე) წყლისთვის 1 ჩ.კ. თაფლი და 2 ს.კ. ლიმონის წვენის დამატებით.

მიიღეთ დღეში სამჯერ ჭამის წინ.

სასმელში C ვიტამინის შემცველობა ხელს უწყობს ტოქსინების მოცილებას და აუმჯობესებს იმუნიტეტს.

შვრიის ჟელე.

აუმჯობესებს მეტაბოლურ პროცესებს, აძლიერებს იმუნურ სისტემას. სამ ლიტრიან ქილაში ჩაასხით 200 გრ შვრია, დაასხით 0,5 ს.კ. კეფირი, 1 ს.კ.  არაჟანი, 1,5ლ წყალი.

ჭურჭელი მჭიდროდ შეახვიეთ მარლით და დადგით თბილ ადგილას. შემდეგ გადაწურეთ,ჩაასხით ქვაბში და მოხარშეთ დაბალ ცეცხლზე, დროდადრო ურიეთ.

მიიყვანეთ ადუღებამდე, ამოიღეთ.

დალიეთ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე 0,5 ჭიქა.

თაფლი-დარიჩინის სასმელი.

მას აქვს გამწმენდი თვისებები და რამდენჯერმე აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, აქრობს შიმშილის გრძნობას. დაასხით 0,5 ჩ.კ. დარიჩინი 200 მლ მდუღარე წყალი. როცა გაგრილდება დაუმატეთ 1 ჩ.კ. თაფლი და შედგით მაცივარში 2 საათით.

მიიღეთ ღამით და დილით უზმოზე.

რა არის C ვიტამინი?

ასკორბინის მჟავა, იგივე C ვიტამინი, წყალში ხსნადი საკვები ნივთიერებაა.

C ვიტამინი დიდი ოდენობით არ ინახება ორგანიზმში. ზედმეტი გამოიყოფა შარდის სახით, განსხვავებით ცხიმში ხსნადი ნივთიერებებისგან, როგორებიცაა: A, D, E და K ვიტამინები.

C ვიტამინს ორგანიზმი ბუნებრივად ვერ გამოიმუშავებს და საჭიროა, ამ ნივთიერებით მდიდარი საკვების მიღება, რათა დღიური ნორმა შეივსოს.

2013 წლის კვლევების მიხედვით, თქვენს ორგანიზმს ეს ვიტამინი სხვადასხვა ფუნქციის შესასრულებლად სჭირდება, მაგ:

  • ნეიროტრანსმიტერების წარმოება
  • სისხლში ქოლესტერინის დონის რეგულირება
  • უჯრედების მჟანგავი დაზიანებისგან დაცვა
  • ანთების კონტროლი
  • რკინის შეწოვა
  • კოლაგენის გამომუშავება
  • იმუნური სისტემის დაცვა

C ვიტამინი გვხვდება სხვადასხვა მცენარეულ და ცხოველურ საკვებში. დაბალანსებული კვების შემთხვევაში, სრულიად შესაძლებელია, რომ მხოლოდ ამ გზით მიიღოთ აუცილებელი საჭირო დოზა. თუმცა, ბევრი ადამიანი დამატებითი ვიტამინების სახითაც იღებს მას.

რა რაოდენობით C ვიტამინი სჭირდება ადამიანს?

ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის დასკვნის მიხედვით, ზრდასრულ მამაკაცს დღეში საშუალოდ 90 მილიგრამამდე C ვიტამინი სჭირდება, ხოლო ქალს – 75.

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში კი ქალს უფრო დიდი რაოდენობით მიღება ესაჭიროება.

პრენატალური ვიტამინების უმეტესობა შეიცავს ც ვიტამინს. რეკომენდირებული ც ვიტამინის დოზა იზრდება დღიურად 85 და 120 მილიგრამამდე ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.

Facebook კომენტარები
Aviabiletebi ganvadebit Varikosette