კამა, თაფლი და ვალერიანი! მხოლოდ 1 სუფრის კოვზი საოცრებას მოახდენს თქვენი სისხლძარღვებისთვის.

სამწუხაროდ, ჩვენი სისხლძარღვები ბინძურდება. ისინი აგროვებენ არაორგანული მარილების დეპოზიტებს კედლებზე, რაც შემდგომში იწვევს ათეროსკლეროზის განვითარებას, სისხლის მიმოქცევის დარღვევას, არტერიულ წნევას და ვენების ვარიკოზს.

ამიტომ რეკომენდებულია სისხლის მიმოქცევის სისტემის გამწმენდი კურსის რეგულარულად ჩატარება. დღეს ჩვენი რედაქცია გაგიზიარებთ სისხლძარღვების გაწმენდის დადასტურებულ მეთოდს...

როგორ გავწმინდოთ სისხლძარღვები უსაფრთხოდ

ინგრედიენტები:

  • 100 გრ კამა თესლი
  • 2 ს.კ. დაფქული ვალერიანის ფესვი
  • 2 ლიტრი მდუღარე წყალი
  • 2 ს.კ.  თაფლი

მომზადების მეთოდი:

შეურიეთ კამა და დაფქული ვალერიანის ფესვი, შემდეგ დაასხით მდუღარე წყალი.
როდესაც ხსნარი  გაცივდება 40 გრადუსამდე, დაამატეთ 2 სუფრის კოვზი თაფლი.

ჩაასხით ხსნარი ქილაში, კარგად შემოახვიეთ და ზუსტად 1 დღე გააჩერეთ.
სისხლძარღვების გასაწმენდად გამოიყენეთ 1 სუფრის კოვზი ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. მკურნალობის კურსი 20 დღეა, შემდეგ საჭიროა 10 დღიანი შესვენება. შესვენების შემდეგ, კურსი კვლავ უნდა გაიმეოროთ.

გაუზიარე ეს ჯანსაღი რეცეპტი მეგობრებს! 

კამის სასარგებლო თვისებები - ის, რაც ამ სასწაულმოქმედ მწვანილზე არ იცოდით
კამა ძალიან სასარგებლო მწვანილია. ის ძალიან სწრაფად უმკლავდება კუჭისა და ნაწლავურ პრობლემებს, ამცირებს გაზების დაგროვებას.

კამას შეუძლია არტერიული წნევის დაწევა, ეფექტურია ათეროსკლეროზის სამკურნალოდ, თავის ტკივილისას, თირკმლის ან ნაღვლის ბუშტში კენჭების დაგროვების დროს.

კამის თესლს თირკმლების დაავადებების პროფილაქტიკისთვის იყენებენ. ნაყენის მოსამზადებლად დაგჭირდებათ: 1 სუფრის კოვზი კამის თესლი, დაასხით  1 ჭიქა ცხელი წყალი, გააჩერეთ 10-15 წუთს.

დალიეთ დღეში 3-4-ჯერ თითო სუფრის კოვზი.

სტენოკარდიის პროფილაქტიკისთვის, 1 ჩაის კოვზ დაფქულ კამის თესლს დაასხით 300 მლ ცხელი წყალი, გააჩერეთ 1 საათს. მიიღეთ დღეში სამჯერ, ნახევარი ჭიქა.

ცისტიტის დროს, ბრონქიალური ასთმის შეტევისას, ხალხური მედიცინით მკურნალები გირჩევენ - დღეში 2-3-ჯერ მიიღოთ 100 მლ ნაყენი, რომელიც მზადდება 2 სუფრის კოვზი კამის თესლითა და 400 მლ ცხელი წყლით, გააჩერეთ 30 წუთს.

გთავაზობთ კიდევ ერთ ნაყენს, რომელიც გამოიყენება როგორც შარდმდენი საშუალება. ასევე სასუნთქი გზების ანთებითი პროცესების დროს.

მომზადების წესი:

1 სუფრის კოვზ კამის თესლს დაასხით 1 ჭიქა ცხელი წყალი. გააჩერეთ 10-15 წუთს, შემდეგ დაუმატეთ თაფლი. დღეში 4-5ჯერ მიიღეთ სუფრის კოვზით გრილ მდგომარეობაში.

ამ ნაყენის რეგულარული მიღება მოგიწესრიგებთ ნერვულ სისტემას, რეგულირდება სისხლის წნევა, აღარ შეგაწუხებთ შაკიკი, გაგივლით უძილობა.

უძილობას ასევე არაჩვეულებრივად უმკლავდება წითელ ღვინოში გახსნილი კამის თესლი - 50 გრ თესლი, 0,5 მლ ღვინოში. მიიღეთ საღამოს 50 მლ.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია