გაინტერესებთ როგორ გიხსნით თაფლიანი ასპირინი მუხლების ტკივილისგან? მაშინ უნდა ცადოთ ეს რეცეპტი.
შესანიშნავი რეცეპტი!
მუხლის ტრავმის შემდეგ, ისევე როგორც ასაკთან ერთად, ხდება ცვლილებები მუხლის სახსარში, რაც იწვევს ტკივილს როგორც მოძრაობისას, ასევე ზოგჯერ დასვენების დროს.
ტკივილის შესამსუბუქებლად ან მთლიანად მოსაშორებლად, შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი რეცეპტი
მომზადების მეთოდი:
- აცეტილსალიცილის მჟავას (ასპირინი) 10 ტაბლეტი გახეხეთ ფხვნილად და კარგად შეურიეთ 200 გრ თაფლს (სასურველია თხევადი).
- ნარევი ათი დღის განმავლობაში დადგით თბილ ადგილას, დროდადრო აურიეთ.
შემდეგ მიღებული მალამოთ შეზეთეთ მუხლები, დააფარეთ შალის ქსოვილი,პოლიეთილენი და დააფიქსირეთ კომპრესა. მისი მოქმედებით შეიძლება გამოჩნდეს მცირე სიწითლე და წვის შეგრძნება; ეს არასასურველი ეფექტები დროთა განმავლობაში გაქრება.
გაიკეთეთ პროცედურები ღამით, სანამ შვება არ იგრძნობა. არ დაგავიწყდეთ მტკივნეული სახსრის გავარჯიშება სპეციალური ვარჯიშებით.
შენიშვნა:ეს მალამო არ არის შესაფერისი ფუტკრის პროდუქტებისა და ასპირინის მიმართ ალერგიისადმი მიდრეკილი ადამიანებისთვის.
თაფლის სასარგებლო თვისებები
ხანგრძლივი დროის განმავლობაში თაფლი იხმარებოდა როგორც ჩვეულებრივი ტკბილი საკვები. მხოლოდ მას შემდეგ, რაც გავრცელდა უფრო იაფი შაქარი, თაფლი გახდა სამკურნალო პროდუქტი.
თაფლში შემავალ ნივთიერებებს გააჩნია ძლიერი ანთების საწინააღმდეგო, ობის საწინააღმდეგო და ბაქტერიოციდური თვისებები, ანუ თაფლი ანადგურებს დაავადების გამომწვევ მიკროორგანიზმებს და აფერხებს მათ გამრავლებას.
დიდი სამამულო ომის დროს თაფლი გამოიყენებოდა როგორც გარეგანი საშუალება ჭრილობების შესახორცებლად, კანის ჩირქოვანი დაავადებების და ფურუნკულების სამკურნალოდ.
თაფლის ბიოგენური სტიმულატორები ამაღლებენ ორგანიზმის ცხოველქმედებას. თაფლის მიღებისას მატულობს ორგანიზმის დაავადებების მიმართ წინააღმდეგობის უნარი, ძლიერდება გულ-სისხლძარღვთა სისტემა, კლებულობს კუჭის წვენის სიმჟავიანობა.
თაფლს გააჩნია ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება.
თაფლი აუმჯობესებს ნერვული უჯრედების კვებას და აძლიერებს მათ ფუნქციონირებას, ააქტიურებს ჟანგვით პროცესებს.
თაფლის, მავნე ნივთიერებების გამანეიტრალებელი მოქმედების შედეგადუმჯობესდება ძილი, კლებულობს გაღიზიანება, მატულობს შრომისუნარიანობა.
თაფლის მიღება ხელს უწყობს ჰემოგლობენის მომატებას, ამიტომ განსაკუთრებით სასარგებლოა ანემიების, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისა და ავადმყოფობის შედეგად ორგანიზმის დასუსტებისას.
აღწერილია თაფლის დამამშვიდებელი მოქმედება ფსიქიური დარღვევებისას.
თაფლი არბილებს ლორწოვან გარსებს და ამიტომ რეკომენდირებულია ხველებისას.