10 ყველაზე ეფექტური საშუალება ნაწლავების გაწმენდისთვის. ეს მარტივი და სასარგებლოა!
რა არის ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი? რა თქმა უნდა არაფერი… როგორც ვიცით, ჩვენი კვება იდეალური არ არის და ამიტომ ნაწლავების მდგომარეობას ყურადღება აუცილებლად უნდა მივაქციოთ. იმისთვის, რომ ეს ორგანო გაიწმინდოთ, შეგიძლიათ აი, ეს 10 საშუალება გამოიყენოთ. დაფიქრდით საკუთარ ჯანმრთელობაზე.
წყალი
ეს ერთ–ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა, რომელიც ორგანიზმს ტოქსინებისგან გაათავისუფლებს. დღეში დაახლოებით 12 ჭიქა წყალი დალიეთ, ასე თავიდან ყაბზობას აიცილებთ.
ვაშლის წვენი
ნატურალური ვაშლი წვენი ნაწლავებისთვის ძალიან სასარგებლოა. დალიეთ ერთი ჭიქა წვენი უზმოზე, ნახევარ საათში კი, ნახევარი ჭიქა წყალი მიიღეთ. დალიეთ წვენი დღის განმავლობაში, საკვების მიღებებს შორის და თავს გაცილებით უკეთ იგრძნობთ. ამ ხრიკს თვეში 3–4ჯერ მიმართეთ.
ლიმონის წვენი
ლიმონი С ვიტამინს და ანტიოქსიდანტებს შეიცავს და ის ნაწლავებს წმენდს. 1 ლიმონის წვენს წყალი შეურიეთ და დალიეთ. (შეგიძლიათ ის ერთიანად არ მიირთვათ) თავს ენერგიულად იგრძნობთ.
ბოსტნეულის წვენი
რამდენიმე დღის განმავლობაში ბოსტნეულის წვენი საკვების მიღებებს შორის მიიღეთ. ძალიან სასარგებლოა სტაფილოს და ჭარხლის წვენი.
იოგურტი
იოგურტი შეიცავს სასარგებლო ბაქტერიებს, ისინი კი ნაწლავების მუშაობას აუმჯობესებენ. მიიღეთ ის საღამოობით და დაივიწყეთ ნაწლავებთან პრობლემების შესახებ.
გოგრის თესლი
გოგრის თესლი თუთიას, ომეგა 3 მჟავებს და ანტიოქსიდანტებს შეიცავს. დაამატეთ ის ფაფაში, ან სალათებში.
ზღვის მარილი
მარილიანი წყალი ძალიან კარგი საფაღარათო საშუალებაა. 1 ს/კ მარილს 1 ჭიქა თბილი წყალი შეურიეთ და დილით უზმოზე დალიეთ. ეს პროცედურა თვეში 5–6ჯერ გაიმეორეთ.
ალოე ვერა
ალოედან წვენი გამოწურეთ. მიიღეთ ამ წვენის პატარა პორციები მთელი დღის განმავლობაში. ის ნაწლავებს გაწმენდს და მიკროფლორას გააუმჯობესებს.
კოჭა
შეგიძლიათ კოჭა ჩაიში დაამატოთ– ის ნაწლავებში მავნე ბაქტერიებისგან დაგიცავთ და ნივთიერებათა ცვლის პროცესს დააჩქარებს.
ცელულოზა
მას ვაშლი, მსხალი, ბროკოლი, ჭარხალი, შვრია და ნუში შეიცავს. იმ დღეებში, როდესაც წვენებს იღებთ, რაციონში ცელულოზით მდიდარი პროდუქტებიც ჩართეთ.