ამ დაავადებების დროს ბეგქონდარა სასწაულებრივად მოქმედებს! გაეცანით რეცეპტებს!

ბეგქონდარას სასწაული რეცეფტები ამ დაავადებების დროს – სისხლნაკლებობა, პნევმონია, ბრონქიტი, კუჭის დაბალი მჟავიანობა, მეტეორიზმი, თავის ტკივილი, უძილობა, ძლიერი ნერვული აღგზნება, ეპილეფსია, ნევრალგია, სტრესი.

ბეგქონდარა არის ნახევრად ბუჩქოვანი მცენარე, მიეკუთვნება ტუჩოსანთა ოჯახს. მცენარის ტოტები ბუსუსებით არის დაფარული, ხოლო ფოთლები თითქმის ტყავისებურია, ხოლო ფორმა მრგვალი ან ოვალურია.
ყვავილობს თითქმის მთელი ხაფხული. ყვავილები მელნისფერია ან მოწითალო როგორსაც ხედავთ ფოტოზე. მცენარის სიმაღლე არ აღემატება 35 სმ.

შემადგენლობა
ბეგქონდარას შემადგენლობაში შედის:

ეთერზეთი რომლის მთავარი კომპონენტია თიმოლი, მთრიმლავი ნივთიერებები, მინერალური მარილი, ორგანული პიგმენტი, B ჯგუფის ვიტამინები და მჟავები: ასკორბინის, ვაშლის, ურსულის, ოლეინის და ძმარმჟავა.

გამოყენება
ბეგქონდარა მიეკუთვნება სამკურნალო მცენარეებს. მცენარე დიდი ხანია ცნობილია თავისი სამკურნალო თვისებებით. ასევე ბეგქონდარას იყენებენ კულინარიაშიც.

მას აქვს უნიკალური ქიმიური შემადგენლობა, ამიტომ ის ორგანიზმს ეხმარება გაუმკლავდეს მრავალ დაავადებას.

მცენარე გამოიყენება როგორც პირდაპირი სახით, ასევე სხვა მცენარეებთან კომბინაციაში, რაც ძალიან კარგ შედეგებს იძლევა.

ბეგქონდარა გამოიყენება ამ დაავადებების სამკურნალოდ და მათი პროფილაქტიკის მიზნით:

  • ალკოჰოლზე დამოკიდებულება.
  • ადრეული ეაკულაცია, სქესობრივი უძლურება.
  • ბრონქიტი.
  • ფილტვების ანთება.
  • ანგინა.
  • საჭმლის მონელების დარღვევა.
  • მეტეორიზმი.
  • ბოყინი.
  • ფაღარათი.
  • უმადობა.
  • თავის ტკივილი.
  • უძილობა.
  • ნევროზი.
  • ეპილეფსია.
  • სისხლნაკლებობა.
  • ქრონიკული ტონზოლიტი.
  • პირის ღრუს, ყელი, კბილის ტკივილი.
  • რადიკულიტი, რევმატიზმი, ნევრიტი.
  • ეგზემა.

თვისებები:

ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო, ბაქტერიოციდული.

რეცეპტები:

ცხელი ნაყენი

1 ს.კ ბეგქონდარას დაასხით 1 ჩ.ჭ (200 მლ.) ადუღებული წყალი და გააჩერეთ 45 წთ. გადაწურეთ და მიიღეთ 1/3 ჭიქა დღეში 3-ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე.

სახსრების და კუნთების დაავადებები, პარალიჩი, რადიკულიტი.

200 გრამ დაქუცმაცებულ ბეგქონდარას დაასხით 1 ლ 70% სპირტი. 14 დღის განმავლობაში დადგით ბნელ ადგილას და პერიოდულად შეანჯღრიეთ. 14 დღის შემდეგ მიღებული ნაყენი გაწურეთ 3 პირ დოლბანდში. შეიზილეთ პრობლემურ ადგილებში. შინაგანი მიღებისთვის არ გამოიყენება.

სისხლნაკლებობა, პნევმონია, ბრონქიტი, კუჭის დაბალი მჟავიანობა, მეტეორიზმი, თავის ტკივილი, უძილობა, ძლიერი ნერვული აღგზნება, ეპილეფსია, ნევრალგია, სტრესი

1 ს.კ მშრალ ბეგქონდარას დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი და 15 წთ ადუღეთ მდუღარე წყლის ორთქლზე. შემდეგ გადმოდგით და დააყენეთ 45 წთ. მიღებული ნახარში გაწურეთ და მიიღეთ 1 ს.კ დღეში 3-ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე.

ალკოჰოლზე დამოკიდებულება.

3 ს.კ მშრალ დაქუცმაცებულ ბეგქონდარას დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი და დააყენეთ 1 საათის განმავლობაში. გადაწურეთ და მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში 4-ჯერ. ალკოჰოლთან ერთად მისი მიღება იწვევს გულის რევას და იწვევს ალკოჰოლის მიმართ ზიზღის შეგრძნებას.

ტვინის შერყევით გამოწვეული გონების დაკარგვა.

1 ს.კ მშრალ დაქუცმაცებულ მცენარეს დაასხით 500 მლ წყალი და მიიყვანეთ ადუღებამდე, მაგრამ არ ადუღოთ. შემდეგ გააგრილეთ, გადაწურეთ და მიიღეთ 1/3 ჩ.ჭ დღეში 3-ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე.

ადრეული ეაკულაცია, სქესობრივი უძლურება.

2 ს.კ მშრალ დაქუცმაცებულ მცენარეს დაასხით 500 მლ მდუღარე წყალი და დააყენეთ 2-3 საათის განმავლობაში. გადაწურეთ და მიიღეთ 1/2 ჩ.ჭ დღეში 2-ჯერ ჭამამდე 30 წთ ადრე.

საჭმლის მონელების დარღვევა. მიკროფლორის შესუსტება.

1.5 ჩ.კ დაქუცმაცებულ მცენარეს დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი, გააგრილეთ 10 წუთი და მიიღეთ თბილი 1 ჩ.ჭ დღეში 3-ჯერ. ჭამამდე 30 წთ ადრე.

პირისღრუს დაავადებები, ყელის დაავადებები, კბილის ტკივილი.

4 ს.კ მშრალ დაქუცმაცებულ მცენარეს დაასხით 1 ლ მდუღარე წყალი და დააყენეთ 1 საათი. გადაწურეთ და გამოივლეთ ყელში და პირის ღრუში რაც შეიძლება ხშირად.

ალერგია, კონიუქტივიტი.

2 ს.კ მშრალ დაქუცმაცებულ მცენარეს დაასხით 100 მლ მდუღარე წყალი და დააყენეთ 1 სთ. გადაწურეთ, მიღებულ ნაყენში ჩაასველეთ ბამბის ტამპონები და დაიდეთ თვალებზე 30-60 წუთის განმავლობაში.

მიკრო ოყნები: ქალური დაავადებები.

1 ჩ.ჭ დაქუცმაცებულ მცენარეს დაასხით 2 ჩ.ჭ მდუღარე წყალი და ადუღეთ 1-2 წუთი დაბალ ცეცხლზე. გააჩერეთ გაგრილებამდე და გაწურეთ სამპირ დოლბანდში. მიღებულ ნაყენით ძილის წინ გაიკეთეთ მიკრო ოყნა (20 გრმიანი შპრიცით ნემსის გარეშე, ან სპეციალური ოყნით).

 

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია