10 საინტერესო ფაქტი სეირნობაზე, ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ ასეთი სასარგებლო იყო!

ადრეული ასაკიდანვე გვასწავლიან რომ ვარჯიში კარგია ჯანმრთელობისთვის, მაგრამ სულაც არ ნიშნავს ეს იმას, რომ ყოველთვის უნდა ივარჯიშოთ. ყოველდღიური ვიზიტი დარბაზში არც ისე სასარგებლოა.

არსებობს საშუალება, რომელიც დაგეხმარებით ჯანმრთელობის უამრავი პრობლემის მოგვარებაში, ეს – ფეხით სეირნობაა. თქვენ შეძლებთ ერთდროულად მიიღოთ პოზიტიური ემოციები და ამავდროულად იზრუნოთ საკუთარ ჯანმრთელობაზეც.
გთავაზობთ იმ სასარგებლო თვისებების ჩამონათვალს, რომელიც 30-45 წუთიან სეირნობას გააჩნია. ამ სიის წაკითხვის შემდეგ თქვენ აუცილებლად მოგინდებათ სეირნობა!

ალცჰაიმერის დაავადების დაბალი რისკი

კვლევებმა დაადასტურა, რომ ფეხით სიარული სასარგებლოა თქვენი გონებისა და მენტალური სიჯანსაღისთვის, ეს კი ალცჰაიმერის რისკს საგრძნობლად ამცირებს.


კუნთების სიჯანსაღე

http://aww.ge/wp-content/uploads/2016/02/2-w.jpg

ერთი შეხედვით დაუჯერებელია, მაგრამ სეირნობა ნამდვილად დაგეხმარებათ კუნთების გავარჯიშებაში.

გული და წნევა

სიარული ძალიან დაგეხმარებათ თქვენი გულისთვის პოზიტიური გავლენის მოხდენაში. გარდა ამისა, შეძლებთ წნევის დარეგულირებას.


ნაწლავების მგომარეობა

ცნობილია, რომ სიარული ნაწლავის კიბოს რისკს 31-ჯერ ამცირებს. 10-15 წუთიანი სეირნობა (დღეში რამოდენიმეჯერ) დადებით ეფექტს ახდენს მომნელებელ სისტემაზე.

ხასიათის გაუმჯობესება

თუ მოწყენილი ხართ ყველაზე მარტივი გამოსავალია ფეხით სეირნობაა. ფსიქიატრიული კვლევების მიხედვით, 30-45 წუთიანი სეირნობა კვირაში 5 დღის განმავლობაში აუმჯობესებს განწყობას და ამცირებს დეპრესიის შეგრძნებებს.

გლაუკომასთან ბრძოლა

გლაუკომის წინააღმდეგ და მისი რისკების შესამცირებლად სიარული კარგი საშუალებაა, ის კარგ გავლენას ახდენს თვალის წნევაზე, ეს ფაქტი კვლევებმაც დაადასტურა.

წონის კონტროლი

კომფორტულია იმის ცოდნა, რომ არ გჭირდებათ კარდიო ვარჯიშების საათობით კეთება იმისთვის, რომ აკონტროლოთ წონა. სეირნობა ყველაზე მარტივი გამოსავალია, კვლევის მიხედვით ქალებმა, რომლებიც სტანდარტულ დიეტაზე იყვნენ და პარალელურად სეირნობდნენ, შეძლეს წონის გაკონტროლება და დადებითი შედეგის მიღება.

ძვლების სიძლიერე


სიარული კარგ გავლენას ახდენს თქვენი ძვლების სიძლიერესა და სიჯანსაღეზე. 30-წუთიანი ყოველდღიური სეირნობა 40%-ით ამცირებს მენჯის მოტეხილობის რისკს.

დიაბეტის დაბალი რისკი

ამერიკული დიაბეტის ასოციაციის დასკვნით, 20-30 წუთიანი სეირნობა დაგეხმარებათ სისხლში შაქრის დონის შემცირებაში.

ფილტვების სიჯანსაღე

სეირნობა კარგია ფილტვებისთვის, აუმჯობესებს სუნთქვას და ეხმარება ორგანიზმს ჟანგბადის უკეთ მიღებაში.

ყველაზე ძლიერი ბუნებრივი საშუალებაა ფეხების შეშუპების წინააღმდეგ!

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია