ნაცნობი პროდუქტის ბევრისთვის უცნობი თვისებები. საჭირო და სასარგებლო ინფორმაციაა
ჩვენი ბებიები ჩვეულებრივ ხახვს სხვადასხვა დაავადების წინააღმდეგ იყენებდნენ. დღეს, ჩვენ მის რამდენიმე სასარგებლო თვისებაზე მოგიყვებით.
1. სიცხის დაწევა
ეს ბავშვებისთვის იდეალური საშუალებაა. თუ პატარას მაღალი სიცხე აქვს, დაჭერით ხახვი მრგვალად და ვაშლის ძმარში დაასველეთ. ხახვი ბავშვის წინდებში ჩადეთ. სიცხე სწრაფად დაიწევს.
2. ინფექციების მკვლელი
თუ ჭრილობა გაქვთ, ინფექციის მოსაკლავად ხახვის პიურე უნდა მოამზადოთ. ამისთვის მოხარშეთ რძე, ის თეთრი პურის ნაჭერს დაასხით, მასზე ხახვი გახეხეთ და ამ ინგრედიენტებს მოურიეთ. თქვენ ერთგვაროვანი კონსისტენცია უნდა მიიღოთ. ჭრილობას დეზინფექცია ჩაუტარეთ და მას დოლბანდში გახვეული მომზადებული მასა დაადეთ. ეს ნახვევი 2–2.5 საათით დაიტოვეთ. გაიმეორეთ პროცედურა, სანამ ინფექცია არ გაქრება.
3. სისხლდენის შეჩერება
თუ თითი გაიჭერით, უბრალოდ მტკივან არეზე დოლბანდში გახვეული ხახვის რამდენიმე ნაჭერი დაიდეთ. სისხლდენა გაჩერდება.
4. ხახვი დამწვრობის წინააღმდეგ
რთულად დასაჯერებელია, მაგრამ ხახვს მზის დამწვრობების (და არა მარტო) დროს იყენებენ. უბრალოდ დაიდეთ მასზე ხახვის რამდენიმე ნაჭერი 2 წუთით. ხოლო თუ ამის შემდეგ, დამწვრობაზე კვერცხის ცილას წაისვამთ, ტკივილიც გაქრება (ეს მხოლოდ მსუბუქ დამწვრობას ეხება).
5. ხველის წინააღმდეგ
ხველის დროს, შეგიძლიათ ხახვის ნაჭერი ყურში ჩაიდოთ. მისი წვენი სისხლში ხვდება და ხველას აჩერებს.
იგივე მეთოდი ასევე ეფექტურია ყურის და თავის ტკივილების დროს. ყურის ტკივილის დროს, ეს პროდუქტი ანთებას შეამცირებს. ხოლო თუ შაკიკი გტანჯავთ, ეს პროცედურა ძილის წინ ჩაიტარეთ და ხახვი ყურებში მთელი ღამით დაიტოვეთ..
6. ნაიარევი
ეს სიმართლეა. უბრალოდ რეგულარულად წაისვით ხახვი ამ არეზე. ნაიარევი ნაკლებად შესამჩნევი გახდება.
7. ფუტკრის კბენა
თუ ფუტკარმა გიკბინათ, ნესტარი ამოიღეთ. მტკივან ადგილას დაჭრილი ხახვი დაიდეთ. ის შეშუპებას შეამცირებს და კანის შეხორცებას დააჩქარებს.