მნიშვნელოვანი არის, რომ სკოლები დარჩეს ღია და ბავშვებს მიეცეთ განათლების მიღების საშუალება“, – აღნიშნული განცხადება დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელთან გამართული ონლაინ შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
ეკატერინე ტიკარაძე, რომელმაც ევროპის რეგიონულ დირექტორთან COVID-19-ის ახალ შტამ „ომიკრონთან“ დაკავშირებით, ვაქცინაციის ეფექტურობისა და დაავადების მიმდინარეობის საკითხები განიხილა, ამბობს, რომ საქართველოს ხელთ არსებული ოთხი ძირითადი ინსტრუმენტი, რომლითაც ქვეყანა კოვიდპანდემიას ებრძვის, ძალაში რჩება.
„განვიხილეთ, ახალ, მუტირებულ ვარიანტთან მიმართებაში, თუ რა ხედვა აქვს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას.
მნიშვნელოვანი რჩება ამ შტამთან მიმართებაში, გადაცემის სისწრაფე, ვირულენტობა, რაც აისახება თვითონ დაავადების მიმდინარეობის სიმძიმეზე და თუ რომელ ასაკობრივ ჯგუფებზე აქვს მას განსაკუთრებული გავლენა, საინტერესოა აღნიშნულ შტამთან მიმართებაში ვაქცინაციის ეფექტურობაც.
მან აღნიშნა, რომ ორ კვირაში ექნებათ გაცილებით უკეთესი ხედვა, თუ როგორი არის აღნიშნული შტამის ზუსტი მიმდინარეობა, თუმცა აქვე დასძინა, რომ ის ოთხი ეფექტური ხელსაწყო, რომელიც დღესდღეობით ჩვენ გაგვაჩნია კვლავ ძალაში რჩება და ეს არის
1. ვაქცინაცია
2. ბუსტერის გამოყენება
3. პირბადე
4. სოციალური დისტანცირება.
მნიშვნელოვანი არის, რომ სკოლები დარჩეს ღია და ბავშვებს მიეცეს განათლების მიღების საშუალება და ასევე მნიშვნელოვანი, არის რომ ჩვენ ამ მკურნალობის პროტოკოლებთან მიმართებაში გვქონდეს უახლესი სტანდარტები, რაზეც საქართველო მუდმივ რეჟიმში მუშაობს“, – აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი, რომლის ინფორმაციითაც, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი, დეკემბრის დასაწყისში, მსოფლიოს წამყვან 53 ექიმთან შეხვედრას გამართავს, აღნიშნულის შემდეგ კი, ახალი მკურნალობის გაიდლაინები შემუშავდება.
ცნობისთვის, კორონავირუსის ახალი შტამი, სახელწოდებით „ომიკრონი“ პირველად სამხრეთ აფრიკაში დაფიქსირდა. „ომიკრონის“ შემთხვევები ევროპის რამდენიმე ქვეყანაში უკვე გამოვლენილია.
folktips.org არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.
ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას.
folktips.org დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.
folktips.org-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.