თუ სახის კანი ხშირად გექერცლებათ, გიღიზიანდებათ, გიწითლდებათ და გექავებათ ე.ი. მგრძნობიარე კანი გაქვთ, რომელიც განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს.მგრძნობიარე კანის მოვლა ძალიან გავს მშრალი კანის მოვლას, რადგან ორივე შემთხვევაში ჯირკვლები საკმარისი რაოდენობით ცხიმს ვერ გამოიმუშავებს.მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ მგრძნობიარე კანის მოვლა სიმარტივით გამოირჩეოდეს – ეს ეხება როგორც გამოყენებული პრეპარატების რაოდენობას, ისე მათ რეცეპტურას.

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

კანის ასეთი ტიპის შემთხვევაში გამოიყენება მხოლოდ ჰიპოალერგიული კოსმეტიკური საშუალებები, რომლებიც კანის გამაღიზიანებელ ნივთიერებებს არ შეიცავს და მათში შემავალი კომპონენტები მხოლოდ სისხლის მიმოქცევის სტიმულირებასა და აქტიური ნივთიერებების უჯრედების წარმოქმნას უწყობს ხელს.მგრძნობიარე კანის მოვლის ძირითადი კომპონენტებია:

დილაობით ოთახის ტემპერატურის წყლით დაბანა, სასურველია, გამოიყენოთ მინერალური წყალი.დამარბილებელი ცხიმებისა და ამავე მოქმედების სხვა ნივთიერებების შემცველი დღის კრემით სარგებლობა. კარგია, თუ დღის კრემის შემადგენლობაში შედის თერმული წყალი მინერალური კომპონენტებით.კანში ღამის კრემის შეზელა, რომლის ინგრედიენტებიც ხელს უწყობს უჯრედებში ჟანგბადის ცვლის აქტივაციას და ამით ნეგატიური ზემოქმედებისგან კანის საიმედო დაცვას უზრუნველყოფს.

საღამოს მგრძნობიარე კანის რძით გაწმენდა, მასაჟი და ტონიზირება, მხოლოდ არა სპირტის შემცველი ტონიკით;მგრძნობიარე კანის სათანადო მოვლა ითვალისწინებს დიდი ოდენობით დეკორატიული კოსმეტიკის გამოყენებისგან, ღრმა ფილინგისა და გამაგრებადი ნიღბებისგან თავის არიდებას. გარდა ამისა, სასურველი არ არის მგრძნობიარე კანის მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედების ქვეშ დიდხანს გაჩერება.მგრძნობიარე კანისთვის განკუთვნილი ნატურალური მკვებავი ნიღბები გაღიზიანებული კანის დაცხრობასა და მისი ფერის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.სასურველია ეს ნიღბები ნახევარი საათით გაიჩეროთ სახეზე და შემდეგ გამდინარე წყლით ჩამოიბანოთ.პროცედურა ყოველდღე ჩაიტარეთ მთელი თვის განმავლობაში.

კიტრის ნიღაბი: სახეზე დაიფინეთ კიტრის ნაჭრები ან პიურე. ნიღაბი სახის კანს დაარბილებს და ფერს გაგიუმჯობესებთ.
გარგარის ნიღაბი: თუ ალერგია არ გაქვთ, გათალეთ გარგარი, რბილობი დაჭყლიტეთ ან გახეხეთ და კანზე წაისვით. ეს ნიღაბიც კანს არბილებს და გარდა ამისა, ძალიან შველის მზის სხივებისგან ზედმეტად დაზიანებულ კანს.
კომბოსტოს ნიღაბი: სახის კანის ზეითუნის ზეთით გაწმენდის შემდეგ 20 წუთით დაიდეთ სახეზე კომბოსტოს ფაფა. ნიღაბი კანს დაგირბილებთ.
კარტოფილის ნიღაბი: მოხარშეთ კარტოფილი და გაფრცქვენით, შემდეგ დაჭყლიტეთ და კვერცხის გული აურიეთ. მიღებული მასით სახე გაიწმინდეთ, ეს ნიღაბი სახის კანს მოქნილობას მიანიჭებს.

აუცილებლად სანახავი:20 მიზეზი თუ რატომ უნდა ჭამოთ ბანანი და რა სარგებელი აქვს ორგანიზმისთვის