ფეხების შეშუპება უკიდურესად გავრცელებული პრობლემაა, რომელიც დიდ დისკომფორტს უქმნის მილიონობით ადამიანს მთელს მსოფლიოში.არსებობს მრავალი ფაქტორი, რომელიც იწვევს შეშუპებას, როგორიცაა ორსულობა, არასწორი კვება, ჭარბი წონა, მენსტრუალური ციკლი და ცუდი სისხლის მიმოქცევა. მაგრამ ჩვენ ასევე უნდა გავითვალისწინოთ არახელსაყრელი გარე ფაქტორები, როგორიცაა ცხელი ამინდი, ტენიანობა, ტემპერატურის ცვლილებები და თავად გრავიტაცია, რის გამოც ჩვენს ორგანიზმში სითხეები მიედინება ქვემოთ.
შეშუპების შესამცირებლად და ფეხების ტკივილის შესამსუბუქებლად, დაწექით და ასწიეთ ფეხები დაახლოებით 30 სმ სიმაღლეზე.
როგორც ხედავთ, ეს არის ამ პრობლემის სწრაფი, მარტივი და ყველასთვის ხელმისაწვდომი გადაწყვეტა, მაგრამ, სამწუხაროდ, დროებითი. თუმცა, არსებობს უფრო ეფექტური გზა თქვენი ფეხების დასახმარებლად - ამ სტატიაში ჩვენ გეტყვით, თუ როგორ ბუნებრივად ამოიღოთ ორგანიზმიდან ზედმეტი სითხე და ამით შეამციროთ ფეხების შეშუპება.
შეშუპებული ფეხების საუკეთესო გამოსავალი ოხრახუშის ჩაია. ეს ბუნებრივი შარდმდენი უზრუნველყოფს ჯანმრთელობის ბევრ სარგებელს.
2002 წელს გამოქვეყნებულმა კვლევამ, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში ეთნოფარმაკოლოგიაში, დაადასტურა ოხრახუშის დიურეზული თვისებები: მას შეუძლია კალიუმის და ნატრიუმის იონების დათრგუნვა, ასევე შარდის გადინების სტიმულირება.
ოხრახუში, სხვა დიურეტიკებისგან განსხვავებით, მდიდარია კალიუმით და ეს აუმჯობესებს ორგანიზმის საერთო ფუნქციონირებას. გარდა ამისა, ის არ იძლევა გვერდით მოვლენებს.
2009 წელს ბრაზილიაში ჩატარებულმა კვლევამ სახელწოდებით „ოხრახუშის თესლის წყლიანი ექსტრაქტის დიურეზული და ჰიპოტენზიური ეფექტები“ ასევე დაადასტურა ოხრახუშის, როგორც შარდმდენი და ამავე დროს, როგორც არტერიული წნევის რეგულატორის პოტენციალი.
ამ ბალახისგან მაქსიმალური სარგებელი რომ მიიღოთ, გამოიყენეთ მთელი ნედლი და ორგანული მცენარე მის ფესვთან და ფოთლებთან ერთად, რომლებსაც აქვთ წარმოუდგენელი სამკურნალო თვისებები.
როგორ მოვამზადოთ ჩაი ოხრახუშით
პირველ რიგში ადუღეთ 500 მლ წყალი. შემდეგ მას დაუმატეთ 5 სუფრის კოვზი ახალი და წვრილად დაჭრილი ოხრახუშის ფოთლები და ფესვები. მოხარშეთ კიდევ ხუთი წუთის განმავლობაში. შემდეგ გააცივეთ ჩაი 20 წუთის განმავლობაში და გადაწურეთ.
როგორ უნდა მიირთვათ.
დალიეთ ეს წარმოუდგენელი ჩაი დღეში 3-ჯერ და შეშუპება მალე გაქრება.