საჭმლის მონელების დროს ჩვენი ორგანიზმი დიდ სტრესს განიცდის, განსაკუთრებით, ამ დატვირთვას აძლიერებს სწრაფი კვების გამოყენება. იტანჯება კუჭთან და ღვიძლთან ერთად. დროდადრო გააკეთეთ დეტოქსი, ეს ხელს შეუწყობს ღვიძლის ეფექტურად მუშაობას. ღვიძლის არასწორმა ფუნქციონირებამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს სხვა ორგანოებზე და გამოიწვიოს დარღვევები და დაავადებები. ჩვენს მიერ შემოთავაზებული სასმელები დაგეხმარებათ გაასუფთავოთ ღვიძლი და ამოიღოთ ცხიმები და ტოქსინები ორგანიზმიდან.

1. მრავალფერიანი სასმელი

– 1/2 ლიმონი,- 1 ბულგარული წიწაკა,- 1 ვაშლი,- 1 საშუალო ზომის კიტრი.

ყველა ინგრედიენტისგან ვამზადებთ წვენს და მაშინვე ვსვამთ, რათა ანტიოქსიდანტებმა სათანადო ეფექტი იქონიონ. რეკომენდებულია ამ წვენის ყოველდღიურად 2-3 ჭიქა დალევა, რათა ღვიძლი გაიწმინდოს და ორგანიზმიდან ტოქსინები გამოიდევნოს. თქვენი ზოგადი მდგომარეობაც გაუმჯობესდება და სიცოცხლით სავსე მუხტს მიიღებთ.

2. მწვანე ჩაი ციტრუსის არომატით

– ნახევარი ლიმონის წვენი,- ერთი ბანანი,- ნახევარი ჭიქა ცივი მწვანე ჩაი.ამ სასმელს შეუძლია ორგანიზმის ძალიან სწრაფად გაწმენდა.

3. კურკუმა ღვიძლის გამწმენდი სასმელი

– ნახევარი ჭიქა წყალი.- 1/2 ჩაის კოვზი კურკუმა.- კოჭა.- ერთი ლიმონის წვენი.

ეს სასმელი შესანიშნავად წმენდს თქვენს ღვიძლს და შლის ტოქსინებს ნაწლავებიდან.ასევე ხელს უშლის ნაღვლის ბუშტის კენჭების წარმოქმნას.ჯანმრთელობას გისურვებთ.

Facebook კომენტარები