სისხლში ტოქსინების დაგროვების თავიდან ასაცილებლად რეგულარულად უნდა ჩაატაროთ „სისხლის წმენდა“. სისხლში ტოქსინების დაგროვება იწვევს ქრონიკულ დაღლილობას, გვაწუხებს შებერილობა და გვაქვს სისხლის მიმოქცევის პრობლემები.

ეს პრობლემები შეიძლება მოგვარდეს თქვენს სამზარეულოში დამზადებული მარტივი სასმელით. ყველაფერი რაც თქვენ გჭირდებათ არის ნიორი და წითელი ღვინო. ეს ელექსირი ასუფთავებს სისხლს, გამოაქვს ორგანიზმიდან ზედმეტი ცხიმები და მარილები და აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას.

ინგრედიენტები: 12 კბილი ნიორი. ½ ლიტრი წითელი ღვინო.

მომზადების წესი:

ნივრის კბილი გაფცქვნის შემდეგ დავჭრათ ოთხად და მოვათავსოთ ქილაში. დაამატეთ ნახევარი ლიტრი წითელი ღვინო და მჭიდროდ დახურეთ ქილა.

შეინახეთ ნათელ ადგილას დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში. ყოველ დღე კარგად შეანჯღრიეთ ქილა, რომ ინგრედიენტები კარგად აირიოს.

ორი კვირის შემდეგ გაწურეთ შიგთავსი.

მიიღეთ ერთი ჩაის კოვზი დღეში სამჯერ ერთი თვის განმავლობაში.

გაფრთხილება:

მკურნალობის მომდევნო კურსამდე შესვენება უნდა იყოს 6 თვე!

თუ თქვენ გაქვთ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ან ძლიერი ტკივილი,გირჩევთ მიმართოთ სამედიცინო რჩევას. თვითმკურნალობა შეიძლება არ იყოს უსაფრთხო თქვენი ჯანმრთელობისთვის.

ნიორს ხშირად იყენებენ გულ–სისხლძარღვთა დაავადებებისა და მისი პროფილაქტიკისთვის. ეს დაკავშირებულია მის უნართან, შეამციროს ქოლესტერინის დონე, გარდა ამისა, ნიორი სასარგებლოა მაღალი არტერიული წნევის დროს – ის აფართოებს სისხლძარღვებს, რაც წნევის რეგულირებაში ეხმარება. ნიორი გამოიყენება,როგორც ინფარქტისა და ინსულტის პროფილაქტიკის საშუალება. ნიორში შემავალი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება აჯოენი თრომბის წარმოქმნის ალბათობას შესამჩნევად ამცირებს. ბოლო კვლევების უმრავლესობამ აჩვენა, რომ ნიორს შეუძლია შეაჩეროს ან შეაფერხოს სისხლძარღვებში თრომბის გაჩენა, ინფარქტისა და ინსულტების მიზეზი კი სწორედ თრომბია.

Facebook კომენტარები