უძველესი დროიდან ხალხური მკურნალები, ექიმები და ალქიმიკოსები ცდილობდნენ ეპოვათ უკვდავების ელექსირი. რა არ დაამატეს, რა მწვანილი და ინგრედიენტები (ჩამოთვლაც კი საშინელია!) არ უცდიათ შერევა სასურველი წამლის მისაღებად. მაგრამ ეს საშუალება არ არის გამოგონილი .
თუმცა რაღაცაში წარმატებას მაინც მიაღწიეს - რეცეპტები, რომლებიც კურნავს და აძლიერებს ორგანიზმს, დღემდე შემორჩა. მოდი, 200 წელი ვერ ვიცხოვროთ, მაგრამ სიბერეს ჯანმრთელად შევხვდეთ!
ძველი რეცეპტების გადახედვისას, ისტორიკოსებმა აღმოაჩინეს, რომ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პროდუქტი რძისა და ნივრის ნარევი იყო. რაც გასაკვირი არ არის, რადგან ავიცენაც კი ნიორს მრავალი დაავადების სამკურნალოდ მიიჩნევდა და ეს თანამედროვე მეცნიერებამ დაამტკიცა.
ნიორი რძით - ახალგაზრდობის ელექსირის რეცეპტი:
პატარა ქვაბში ჩაასხით 1 ჭიქა რძე და დადგით ცეცხლზე. სანამ რძე ადუღდება, აიღეთ 2 კბილი ნიორი და დაჭერით ძალიან წვრილად.
როგორც კი რძე ადუღდება, დაუმატეთ ნიორი, გადმოდგით ცეცხლიდან და დაახურეთ თავსახური.
10 წუთის შემდეგ ჩვენი ახალგაზრდობის ელექსირი მზად არის.
ნივრის ელექსირი რძით რეკომენდირებულია კვირაში 1-ჯერ, თითო ჭიქა.
რძე არის პროტეინისა და კალციუმის დიდი წყარო და უდიდეს როლს თამაშობს ძვლების ჯანმრთელობაში.
იმისათვის, რომ ჩვენმა სხეულმა ერთი ჭიქა რძისგან მიღებული კალციუმის რაოდენობა მიიღოს, ამისთვის საჭიროა 63 ბრიუსელის კომბოსტოს, 11 პორცია ისპანახის ან 4 ცალი ბროკოლის ჭამა.
რძეში პროტეინის შემცველობას, ასევე, შეუძლია, დანაყრების შეგრძნება მოგგვაროთ, რომელიც დიდხანს გაგრძელდება და დაკარგავთ ჭამის სურვილს, მაშინ როდესაც კალციუმი ამცირებს ცხიმის რაოდენობას, რომელიც შეიწოვება ნაწლავებში.
პროტეინისა და კალციუმის გარდა, რძე შეიცავს იოდს, კალიუმს, ფოსფორს და ვიტამინებს – B2, B1 და B12, რომელიც სასარგებლოა ვარჯიშის შემდეგ, რადგან ის ხელს უწყობს კუნთოვანი მასის აღდგენას და ორგანიზმის ჰიდრატაციას – რძე არის ნატურალური, გემრიელი და ხელმისაწვდომი გზა, რაც გჭირდებათ ინტენსიურად ვარჯიშის დროს.