ჰორმონები აწესრიგებენ ფიზიოლოგიური ფუნქციების რიტმს, სხეულის სხვადასხვა ნაწილში წარმოიქმნება ერთი და იგივე ჰორმონები და როგორც კი ერთ-ერთ მათგანს პრობლემა შეექმნება, ჯაჭვური რეაქცია იწყება.
ჰორმონალური დისბალანსის ნიშნები:
ღვიძლი პასუხისმგებელია ჰორმონების მეტაბოლიზმზე, მაგრამ თუ ის ტოქსიკურია,შეიძლება გამოიწვიოს კანის დაბინდვა, აკნე და სხვა გართულებები.როდესაც ღვიძლი გამართულად არ ფუნქციონირებს, ჰორმონალური დისბალანსი გარდაუვალია.
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ თქვენს ორგანიზმს სწორი ჯანსაღი საკვების მიღებით,რომლებიც ნორმალიზებენ ჰორმონების ბალანსს.
ქოქოსის რძე შეიცავს საშუალო ჯაჭვის ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ენერგიის გრძელვადიან შენახვას.
კარაქი შეიცავს კარგ ქოლესტერინს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჰორმონების დონისთვის (რადგან ჰორმონები მზადდება ქოლესტერინისგან).
მაგრამ ნამდვილი სუპერ საკვები არის მაკას ფესვი ან პერუს ჟენშენი, რომელიც არის ენდოკრინული ადაპტოგენი, ანუ ის არ შეიცავს ჰორმონებს, მაგრამ შეიცავს "ნედლეულს" თქვენი ორგანიზმის მიერ ჰორმონების წარმოებისთვის. მაკა ეხმარება უნაყოფობას, ცხელ ციმციმებს და ა.შ.ჩვენი მწვანე სმუზი არა მხოლოდ მდიდარია ნუტრიენტებით, ის ისეთივე გემოთივით არის როგორც რძის კოქტეიკი!
ინგრედიენტები:
¾ ჭიქა ქოქოსის რძე;¼ ჭიქა გაფილტრული წყალი;¼ ჩაის კოვზი ვარდისფერი ჰიმალაის ან ზღვის მარილი,1 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი;1 სუფრის კოვზი ორგანული მზესუმზირის ზეთი;15-20 წვეთი სტევია ან 1 სუფრის კოვზი თაფლი.ათქვიფეთ ბლენდერში ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, ჩაასხით ჭიქებში და გემრიელად მიირთვით!
მოხარშეთ სიყვარულით!