5 მარტივი და სახლის პირობებში დამზადებული საშუალება ჩაბრუნებული თმის საწინააღმდეგოდ
თქვენ ალბათ გსმენიათ ჩაბრუნებული თმის შესახებ. მას შეუძლია გამოიწვიოს: სიწითლე, ქავილი, ტკივილი. რა თქმა უნდა, ეს საშიში არ არის და თმა კანიდან ოდესმე ამოიზრდება, მაგრამ თუ სწრაფ საშუალებას ეძებთ, ჩვენ ნატურალურ გზებს შემოგთავაზებთ.
1) შაქარი
შაქარი სკრაბის არაჩვეულებრივი ალტერნატივაა. მას შეუძლია დაბლოკოს ჩაზრდილი თმა და ამასთან ერთად იმდენად ნაზი იყოს, რომ კანი არ გაუხეშდეს. ნახევარი ჭიქა ზეითუნის ზეთი და ერთი ჭიქა თეთრი შაქარი ერთმანეთს აურიეთ. სურვილისამებრ დაუმატეთ ჩაის ხის ზეთის 10 წვეთი. მიღებული ნარევი დაიტანეთ პრობლემურ ადგილას და წრიული მოძრაობებით შეიზილეთ. თბილი წყლით ჩამოიბანეთ. კვირაში ეს პროცედურა 2-ჯერ გამოიყენეთ.
2) აკნეს სამკურნალო საშუალება
ჩაზრდილ თმას აქვს იგივე სიმპტომები, რაც აკნეს. ამიტომ გამოიყენეთ ის სამკურნალო საშუალებები, რასაც აკნეს წინააღმდეგ იყენებთ ხოლმე. თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ ასპირინისა და წყლის ნაზავი. დაიტოვეთ 15 წუთით. შემდეგ კი ცხელი წყლით ჩამოიბანეთ.
3) საცხობი სოდა
სოდა არაჩვეულებრივი საშუალებაა ჩაზრდილი თმის წინააღმდეგ. ის ამცირებს სიწითლესაც კი. არსებობს სოდის გამოყენების ორი წესი. პირველი, აურიეთ სოდა და წყალი ერთმანეთს და ბამბის მეშვეობით ჩაზრდილი თმის ადგილას დაიდეთ. გაიჩერეთ 5 წუთით და შემდეგ ცივი წყლით ჩამოიბანეთ. გაიმეორეთ დღეში 2-3-ჯერ. მეორე ხერხით კი შეგიძლიათ 1 ჩ/კ საცხობი სოდა, შვრია და წყალი შეურიოთ. წაისვით პრობლემურ ადგილას და რამდენიმე წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
4) ცხელი კომპრესები
თქვენ შეგიძიათ ჩაბრუნებული თმის მოშორება ცხელი კომპრესის დახმარებით. დაიდეთ ის პრობლემურ ადგილას.
5) მარილი
მარილი შაქარივით სკრაბის ალტერნატივად შეგვიძლია ჩავთვალოთ. ის არაჩვეულებრივად აშორებს კანს მკვდარ უჯრედებს, ასევე აუმჯობესებს სისხლის ცირკულაციას. უბრალოდ შეურიეთ ერთ-ნახევარი ჩ/კ სუფრის მარილი ცხელ წყალი და ნაზად შეიზილეთ პრობლემურ ადგილას. რამდენიმე წუთის შემდეგ წყლით ჩამოიბანეთ. პროცედურა ყოველდღე 2-ჯერ გაიმეორეთ.
Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.