წონაში დაიკელით სულ რაღაც 2 ლარად .დალიეთ 2 ჭიქა ძილის წინ 2 საათით ადრე.
შემთხვევით არ ავირჩიეთ ეს სასმელი, რადგან ის შესანიშნავად ართმევს თავს დაკისრებულ ამოცანებს: ათავისუფლებს ნაწლავებს გადამუშავებული საკვებისგან და არეგულირებს მეტაბოლურ პროცესებს.
ჟელეს მოსამზადებლად გამოიყენება ბუნებრივი ინგრედიენტები, რომლებიც ხელს უწყობენ ორგანიზმის გაწმენდას და ბუნებრივ წონაში კლებას.
ჩვენ გაგიზიარებთ შესანიშნავი შვრიის ჟელეს რეცეპტს.
ჟელე წონის დაკლებისთვის
ინგრედიენტები:
- 2 ლიტრი მდუღარე წყალი
- 1 ს/კ შვრიის ფაფა
- ერთი მუჭა ქლიავი
- ერთი მუჭა უხეშად გახეხილი ჭარხალი
მომზადების მეთლოდი:
- ყველა ინგრედიენტს დაასხით მდუღარე წყალი.
- ადუღეთ ნარევი 15 წუთის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე.
- სითხე გადაწურეთ საცერში, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ გადაყაროთ დარჩენილიმასა.
- გამოიყენეთ გამწმენდი ჟელე კვირაში ერთხელ 2 ჭიქა ძილის წინ 2 საათით ადრე.
- მასა, რომელიც გაწურვის შემდეგ რჩება, საუზმის ნაცვლად მეორე დილით უნდა მიირთვათ.
- სასმელის მიღების კურსი 4 კვირაა, რის შემდეგაც აუცილებელია 2 თვიანი შესვენება.
შვრიის ფაფისგან კისელი ხელს უწყობს ჭარბი წონის მოცილებას და აუმჯობესებს ორგანიზმის ზოგად მდგომარეობას.
გაუზიარეთ მეგობრებს წონის დაკლებისთვის სამკურნალო სასმელის რეცეპტი!
რატომ არის სასარგებლო შვრია?
შეიცავს სპეციფიურ ანტიოქსიდანტებს - ავენანთრამიდებს, რომლებიც იცავენ უჯრედების მემბრანებს დაზიანებისაგან, აქვთ სიმსივნის და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, აძლიერებენ იმუნიტეტს.
ავენანთრამიდებს კიდევ ერთი განსაკუთრებული თვისება აქვთ - ხელს უწყობენ ორგანიზმში აზოტის ოქსიდის პროდუცირებას, რაც აფართოებს სისხლძარღვებს და ამ გზით არტერიული წნევის ნორმალიზებას უწყობს ხელს.
დადგენილია, რომ შვრია შეიცვას ბეტა-გლუკანს, რაც დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების (ე.წ. ცუდი ქოლესტერინი) დონეს აქვეითებს.
აქვეითებს შაქრის დონე ს სისხლში და ნაჩვენებია დიაბეტით დაავადებულთათვის
შეიცავს დიდი რაოდენობით საკვებ ბოჭკოებს, რის გამოც ხელს უწყობს მეგობარი ბაქტერიების ზრდას ნაწლავში, იწვევს ნაწლავთა პერსიტალტიკის (მოძრაობის) გაძლიერებას და შველის ნაწლავთა შეკრულობას.
შვრია შეიცავს დიდი რაოდენობით ფოსფორს, რაც აუცილებელია ძვლოვნი სისტემის ფორმირებისათის.
შვრიისაგან მომზადებული ფაფა ლორწოვანია და კარგად ამოფენს კუჭის ლორწოვან გარსს, აქვს ანთების საწინააღდმეგო მოქმედება, ამიტომ კარგი საკვებია კუჭის ლორწოვანი გარსის ანთებითი და წყლულოვანი დაავადებების დროს.