ზოგჯერ ჩვენ ძალიან გვეზარება საჭმლის მომზადება, ამიტომ წინა დღის საჭმელს შევათბობთ ხოლმე. მაგრამ იცოდით თუ არა, რომ ზოგიერთი საჭმლის შეცხელება ზიანის მომტანია.
1) ნიახურინიახური შეიცავს ნიტრატებს, რომლებიც შეცხელების დროს ნიტრიტებად გარდაიქმნებიან. თუ თქვენ სუპი ნიახურით გააკეთეთ, ან ბოლომდე შეჭამეთ ან გადაასხით. მისი შეცხელების შემდეგ კანცეროგენული ნივთიერებები გამოიყოფა.
2) სოკოებისოკოს, როგორც კი მოამზადებთ, იმწამსვე შეჭამეთ. მისი შეცხელება იწვევს პროტეინების შემცველობის ცვლილებას, რაც მომნელებელ სისტემაზე ცუდად აისახება.
3) ქათამიქათმის, ისევე, როგორც სოკოების დროს, შეცხელებისას პროტეინები ნეგატიურად მოქმედებენ მომნელებელ სისტემაზე. თუ მაინც გსურთ მისი შეცხელება,დარწმუნდით,რომ ქათამი სრულად არის მომზადებული და მისი შიგნითა ნაწილი ისევ ცხელია. დატოვებული ქათმის შეთბობა რომ არ დაგჭირდეთ, ცივ სენდვიჩსა თუ ცივ სალათაში ჩადეთ.
4) ისპანახიისპანახი მეორედ არასოდეს უნდა შეათბოთ. მასში შემავალი ნიტრატები ამ დროს ნიტრიტებად გარდაიქმნებიან. ეს უკანასკნელი კი სისხლში ჟანგბადის დონეზე უარყოფითად მოქმედებს.
5) კვერცხებიარასოდეს შეათბოთ შემწვარი თუ მოხარშული კვერცხი.
6) ბრინჯიბრინჯის არა მარტო შეთბობა, არამედ მისი ოთახის ტემპერატურაზე 1 საათით მეტ ხანს დატოვებაც არ შეიძლება. ამ დროს იზრდება პოტენციური ზიანის მომტანი ბაქტერია, რომელმაც ღებინება ან დიარეა შეიძლება გამოიწვიოს.
7) თალგამები და ჭარხლებისუპებში ჭარხალი ან თალგამი არაჩვეულებრივია. თუ ამ სუპის შეთბობა მოგინდათ,მანამდე ეს ორი პროდუქტი ამოიღეთ.
8) ზეთებიავოკადოს ზეთი, კაკლის ზეთი, ტყის თხილის ზეთის შეთბობა არ შეიძლება!
9) კარტოფილითუ თქვენ კარტოფილს ოთახის ტემპერატურაზე ამყოფებთ, მისი მკვებავი ნივთიერებები დაიკარგება. როგორც კი კარტოფილს მოამზადებთ, მაცივარში შედგით აუცილებლად.
აუცილებლად სანახავი:ტიბეტური ელექსირი საუკეთესო გამაახალგაზრდავებელი საშუალება
folktips.org არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.
ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას.
folktips.org დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.
folktips.org-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.